ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2020


ორთაბრძოლათა

ნინო დარბაისელი

ორთაბრძოლათა
- - - -

შენ აღარ იცი, სიბრძნის კოშკი როგორ ააგო,
ირგვლივ სუყველას სათავისო მახე უგია.
უყურებ, გიკვირს, ორთაბრძოლა ერთმა - მოიგო.
ერთმა  - მოიგო, მაგრამ მეორეს - არ წაუგია.

გონებავ ჩემო,  არეულო, ბნელო ალაგო,
შენს თვალწინ ხდება, რაც  მარცხია, რაც აუგია.
უყურებ, გიკვირს - ორთაბრძოლა ერთმა წააგო,
ერთმა წააგო, მაგრამ მეორეს - არ მოუგია.

ბრძენი კი ამბობს, გაერკვევა უცებ ამაში,
ვინც შეიხედავს კულისებში, ნახავს, რაც ხდება.
ეს ორთაბრძოლა  - საგარეოდ არის თამაში.
მთავარი არის, სცენის მიღმა რაც გადაწყდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები