ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2020


დიდგორული

ნინო დარბაისელი

დიდგორული
- - -

დედამიწაზე ერი ჩვენი არის ეულად.
ვინ დააცადა, იყოს  მშვიდი და უშურველი?
საქართველოში - გამყიდველი არ დალეულა,
თუ გაჩნდებოდა ვინმე მტერი, ყიდვის მსურველი.

სიმართლე გვინდა? სამწუხაროდ, აი ესაა:
ზოგი თვით ყიდის, მყიდველები  არც კი ელიან.
თუ ერს ღალატობს, რა აზრი აქვს, ვის მხარესაა,
ჩუმიც, აშკარაც,  გამყიდველი - გამყიდველია.

და ამის მერე ვიღას უკვირს მტერთაგან ძლევა,
გინდ მიუძღოდეს  ოტარიდი ანდა მუშთარი.
საქართველოში - გამყიდველი არც დაილევა,
არ დაილევა როგორც ქვეყნად  - ჩვენი მუშტარი.

დღემდე სიცოცხლე - სასწაულმა განაპირობა.
შიგნით თუ გარეთ მტრები - გულისგასაგმირები
არც დაგვაკლდება. მრავალმხრივი გვინდა გმირობა,
გმირები გვინდა, გმირები და კიდევ  გმირები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები