ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2020


სიყვარულისტოლა

გეყო, მოიშორე ეგ სიბრაზე,
სადმე გადამალე კომპლექსები
და საკუთარი თავის ჯინაზე,
ძველი, თუ ახალი ის ლექსები,
ცრემლი რომ ჰკიდიათ ოდითგანვე,
ერთი ხელის მოსმით გადაყარე.

სევდა დაივიწყე, უთხარ-განვედ!
იქნებ  მერე რწმენაც გაგიმყარდეს,
რომ შენც შეგიძლია!
ცოდნა გინდა?
ნინოს დაესესხე, დარბაისელს.
ან იქნებ სათქმელი გაგიხუნდა?
როის მოუსმინე, აბა ისე,
არა გეშველება.
აზრი ჩადე
ჩვენი გილოსავით, იქნებ მაშინ...
მაგრამ ნიჭიერი თუ გსურს ჩანდე,
მიშოს გაეჯიბრე  დაგუგლვაში.

დერვიშივით დუნიას მოედე,
არა(აააა)! მიატოვე ეგ მისია,
თორემ, თუ წაგიღო და მიენდე,
ხელში შემოგრჩება ემისია.

იქნებ ბრმა ხარ? განა დაილია
ყველა წიგნი სადაც ბრაილია?
უჩვეულო დღესასწაულია, -
პოეზიის მორევს მიაქვს ელი...

ვხედავ გიხარია,  გაიღიმე!
და მოდუნდი...ვინც ახლა ახსენე,
საკუთარსაც აღარ ითვლის ღილებს,
შენთვის მოიცლიან?  დაეხსენი!

დიდი-დიდი მუხა შემოვიდეს,
ჩვეულებრივ, მშვიდად შემოგხედოს,
შეეხოს შენი სიგიჟის კიდეს
და დაფიქრდეს - გენდოს, თუ არ გენდოს.

თითქმის დაგავიწყდა როგორია,
თბილი, ფლორენციის ამინდები.
ნახე რა ფაქიზად, ნაზად გიპყრობს
წეროს თოვლი... და დანამდვილებით.

ჩვენი ზღვა მწვანეა, მშვიდად ფეთქავს,
მასზე თოლია ფრენს ერთადერთი,
ნეტავ დანარჩენებს რა შეემთხვათ?
ალბათ სხვაგან სურთ ეძებონ ღმერთი.

ან სად გაქრა საძმოს მახვილები?
ნუთუ დიოგენე მიატოვეს?
ამარა დატოვეს მცურავების,
სიტყვა დაწნეხეს და მოგვცეს ტონი,
ახლა უკვე რკინის მწურავების.

ლექსში უჰ, რამდენი გამოვტოვე,
ტენდი, რენუარი, ზედვაკელი,
მესხი, ჟადენი და ნეფერტარი,
განა მონდომება დავაკელი?
უკვე გახდა სიყვარულისტოლა!
უსასრულოც რომ არ გამეხადა,
- აფსუს, ნიკიმ როგორ მიგვატოვა?! -
ვთქვი ბოლოს და ჩამოვშალე ფარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები