ბიᲭუნა ვეᲦარ დავივიწყე, ᲫუᲫუზე ყოველ დახედვისას კოცნა მახსენდება Თავხედისა.
ᲩემᲨი ომია და დამლეწავენ, ᲨენᲨი მᲨვიდობაა _ გამეცალე, ისე მენატრება გარეწარი.
მე რომ სარაფანიᲗ ვეახელი, როგორ გადავᲗელეᲗ ვენახები, ახლა მოგონებებს ვენახვები, სიმწრისგან ვხრიალებ, ვერ ვახველებ.
წვიმებო აᲦარ დამასველოᲗ, გრᲫელო ქარიᲨხლებო დამასვენეᲗ, მხოლოდ Შენ უნდა გამასვენო _ ვარᲫია.
Ღამე მტეხავს და ცაც მაციებს, ყინვას იქადნება ᲦვარᲫლიანს. მიეც გლახაკᲗა რაც მაცვია და ისიც რაც არ მაცვია.
Ჩემზე გლახაკი ვინ იქნება, ᲦმერᲗო Თუ გინდა მიწყინე, ᲩაგებᲟუტები და მიგიქრები, ნუ გგონია რომ ვიბრწყინებ.
რატომ არ ვენდო სიკვდილსაო, ვინ ვარ ასეᲗი მიᲦალატოს. ახალგაზრდობას ვინᲦა ნატრობს სიბერე როგორ მიგდის ანო?
აჰა ეკლესიას ᲨევუᲫვერი, გუდა_ნაბადი ავიკარი, არავის აᲦარ გავეკარე, ᲨეუᲫლებელი ᲨევუᲫელი.
როგორ დავუᲫვრე ნარატივებს, ან სიკვდილის წინ რა მატირებს, მიეც მᲨვიდობა ამა ტვინებს.
ბიᲭი პირსახე დანაბანი, ქოᲨები, მოკლე სარაფანიᲗ და Ჭიქა წყალი დამახვედრე,
რომ მოვალ ᲦმერᲗო ანაფორიᲗ, გამხადე წყეული ანაფორა და ის სარაფანი მომაზომე, ᲨეგᲗხოვ მოხუცი მონაზონი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ისე ამბობთ ასე მხოლოდ ერთი ავტორი წერს, ვიღაცის გავლენას ვგრძნობო, თითქოს თითოეულ პოეტს საკუთარი უნიკალური სტილი შეექმნას. ვერგილიუსმა ენეიდა ილიადის მიბაძვით დაწერა და ზომაც მსგავსია, გურამიშვილი შოთას ბაძავდა. ისე ამბობთ ასე მხოლოდ ერთი ავტორი წერს, ვიღაცის გავლენას ვგრძნობო, თითქოს თითოეულ პოეტს საკუთარი უნიკალური სტილი შეექმნას. ვერგილიუსმა ენეიდა ილიადის მიბაძვით დაწერა და ზომაც მსგავსია, გურამიშვილი შოთას ბაძავდა.
18. მოვედი, ამით მებლატავებოდი? მოვედი, ამით მებლატავებოდი?
17. ელიმ თავის რელსებზე გადაიყვანა ბევრი ავტორი, რაც არც ისე კარგია თავად ავტორებისთვის. ლექსში სხვა ავტორი როცა მესმის, რაც არ უნდა კარგი იყოს, ვერ მოვიწონებ. ელიმ თავის რელსებზე გადაიყვანა ბევრი ავტორი, რაც არც ისე კარგია თავად ავტორებისთვის. ლექსში სხვა ავტორი როცა მესმის, რაც არ უნდა კარგი იყოს, ვერ მოვიწონებ.
16. "ურაკპარაკის " სამართლიანი არჩევნი :)
"ურაკპარაკის " სამართლიანი არჩევნი :)
14. ასე მარტო ერთი ავტორი წერს... თუ მეშლება შენდობას ვითხოვ და თუ მეორე ასეთი ავტორი არსებობს, ჩემი აპლოდისმენტები აქ. ასე მარტო ერთი ავტორი წერს... თუ მეშლება შენდობას ვითხოვ და თუ მეორე ასეთი ავტორი არსებობს, ჩემი აპლოდისმენტები აქ.
13. გამახსენდა ეს ლექსი. ეს სევდიანი სიმღერაა,თხოვნა,აღსარება,ლოცვა... 5 გამახსენდა ეს ლექსი. ეს სევდიანი სიმღერაა,თხოვნა,აღსარება,ლოცვა... 5
12. პალატამერვე დოუჯერო თუ მატყუებს რაღაცას :დ აგლაია არაა გამორიცხული, საერთოდაც მაგის ბრალია ეგ ლექსი რომ დავწერე თორე ვიყავი ჩემთვის წყნარად. ისე რავა მთლად ჩემებური იმერული სახელი გქონიათ . პალატამერვე დოუჯერო თუ მატყუებს რაღაცას :დ აგლაია არაა გამორიცხული, საერთოდაც მაგის ბრალია ეგ ლექსი რომ დავწერე თორე ვიყავი ჩემთვის წყნარად. ისე რავა მთლად ჩემებური იმერული სახელი გქონიათ .
9. ბიჭუნა ვეღარ დავივიწყე, ძუძუზე ყოველ დახედვისას, კოცნა მახსენდება თავხედისა.
ჩემში ომია და დამლეწავენ, შენში მშვიდობაა _ გამეცალე, ისე მენატრება გარეწარი.
მე რომ სარაფანით ვეახელი, როგორ გადავთელეთ ვენახები, ახლა მოგონებებს ვენახვები, სიმწრისგან ვხრიალებ, ვერ ვახველებ.
წვიმებო აღარ დამასველოთ, გრძელო ქარიშხლებო, დამასვენეთ, მხოლოდ შენ უნდა გამასვენო _ ვარძია.
ღამე მტეხავს და ცაც მაციებს, ყინვას იქადნება ღვარძლიანს. მიეც გლახაკთა, რაც მაცვია და ისიც , რაც არ მაცვია.
ჩემზე გლახაკი ვინ იქნება?! ღმერთო , თუ გინდა მიწყინე. გაგებუტები და მიგიქრები, ნუ გგონია, რომ ვიბრწყინებ.
რატომ არ ვენდო სიკვდილსაო, ვინ ვარ ასეთი- მიღალატოს. ახალგაზრდობას ვინღა ნატრობს, სიბერე როგორ მიგდის, ანო?
აჰა , ეკლესიას შევუძვერი, გუდა_ნაბადი ავიკარი, არავის აღარ გავეკარე, შეუძლებელი შევუძელი.
როგორ დავუძვრე ნარატივებს, ან სიკვდილის წინ რა მატირებს, მიეც მშვიდობა ამა ტვინებს.
ბიჭი პირსახე დანაბანი, ქოშები, მოკლე სარაფანით და ჭიქა წყალი დამახვედრე,
რომ მოვალ, ღმერთო, ანაფორით, გამხადე წყეული ანაფორა და ის სარაფანი მომაზომე, შეგთხოვ მოხუცი მონაზონი.
მენანება , შრიფტის გამო რომ ვერ კითხულობენ და ა, ბატონო- წაიკითხეთ :) ბიჭუნა ვეღარ დავივიწყე, ძუძუზე ყოველ დახედვისას, კოცნა მახსენდება თავხედისა.
ჩემში ომია და დამლეწავენ, შენში მშვიდობაა _ გამეცალე, ისე მენატრება გარეწარი.
მე რომ სარაფანით ვეახელი, როგორ გადავთელეთ ვენახები, ახლა მოგონებებს ვენახვები, სიმწრისგან ვხრიალებ, ვერ ვახველებ.
წვიმებო აღარ დამასველოთ, გრძელო ქარიშხლებო, დამასვენეთ, მხოლოდ შენ უნდა გამასვენო _ ვარძია.
ღამე მტეხავს და ცაც მაციებს, ყინვას იქადნება ღვარძლიანს. მიეც გლახაკთა, რაც მაცვია და ისიც , რაც არ მაცვია.
ჩემზე გლახაკი ვინ იქნება?! ღმერთო , თუ გინდა მიწყინე. გაგებუტები და მიგიქრები, ნუ გგონია, რომ ვიბრწყინებ.
რატომ არ ვენდო სიკვდილსაო, ვინ ვარ ასეთი- მიღალატოს. ახალგაზრდობას ვინღა ნატრობს, სიბერე როგორ მიგდის, ანო?
აჰა , ეკლესიას შევუძვერი, გუდა_ნაბადი ავიკარი, არავის აღარ გავეკარე, შეუძლებელი შევუძელი.
როგორ დავუძვრე ნარატივებს, ან სიკვდილის წინ რა მატირებს, მიეც მშვიდობა ამა ტვინებს.
ბიჭი პირსახე დანაბანი, ქოშები, მოკლე სარაფანით და ჭიქა წყალი დამახვედრე,
რომ მოვალ, ღმერთო, ანაფორით, გამხადე წყეული ანაფორა და ის სარაფანი მომაზომე, შეგთხოვ მოხუცი მონაზონი.
მენანება , შრიფტის გამო რომ ვერ კითხულობენ და ა, ბატონო- წაიკითხეთ :)
8. ძალიან კარგია. 5 ძალიან კარგია. 5
7. ვერ წავიკითხე , სამწუხაროდ. ვერ წავიკითხე , სამწუხაროდ.
6. ძალიან მომეწონა! ჩარლი ჩაპლინის სიტყვები გამახსენდა ქალიშვილს რომ დაუბარა: "ანგელოზი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი"-ო. 5 ძალიან მომეწონა! ჩარლი ჩაპლინის სიტყვები გამახსენდა ქალიშვილს რომ დაუბარა: "ანგელოზი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი"-ო. 5
5. მადლობა მეგობრებო. მობილურიდან ავტვირᲗე ალბაᲗ ამიტომ აქვს Შრიფტს პრობლემა. ᲨემდეგᲨი გავიᲗვალისწინებ. მადლობა მეგობრებო. მობილურიდან ავტვირᲗე ალბაᲗ ამიტომ აქვს Შრიფტს პრობლემა. ᲨემდეგᲨი გავიᲗვალისწინებ.
4. რატომ არ ვენდო სიკვდილსაო, ვინ ვარ ასეᲗი მიᲦალატოს. ახალგაზრდობას ვინᲦა ნატრობს სიბერე როგორ მიგდის ანო?
ეეეჰ/ ფრიადი.
რატომ არ ვენდო სიკვდილსაო, ვინ ვარ ასეᲗი მიᲦალატოს. ახალგაზრდობას ვინᲦა ნატრობს სიბერე როგორ მიგდის ანო?
ეეეჰ/ ფრიადი.
3. კარგია უდაოდ, უბრალოდ ელიავას მუსიკა ჩამესმა აქ რატომღაც კარგია უდაოდ, უბრალოდ ელიავას მუსიკა ჩამესმა აქ რატომღაც
2. ტელეფონიდან ვერც მე წავიკითხე, მაგრამ იმას კი მივხვდი რაღაც საინტერესო ხმა და განსხვავებული ხელწერა რომ იყო და საგანებოდ ამის წასაკითხად შემოვედი კომპიუტერით.
ძალიან კარგია, ძალიან! ამბავიც, პოეზიაც...
ტელეფონიდან ვერც მე წავიკითხე, მაგრამ იმას კი მივხვდი რაღაც საინტერესო ხმა და განსხვავებული ხელწერა რომ იყო და საგანებოდ ამის წასაკითხად შემოვედი კომპიუტერით.
ძალიან კარგია, ძალიან! ამბავიც, პოეზიაც...
1. კარგი რამე ჩანს, მაგრამ ზოგან ასოებია დაშიფრული, ზოგან სტრიქონები მიყოლებით :( მობილურში ასე. :( კარგი რამე ჩანს, მაგრამ ზოგან ასოებია დაშიფრული, ზოგან სტრიქონები მიყოლებით :( მობილურში ასე. :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|