წყეული სევდა ამაცილე და შემიმცირე მანძილები. შემოდგომაზე გარდაცვლილი, ამბობენ ,მკვდარია გაცილებით. შემოაღამდეს ადამიანს, სახლის ძეკვენი მოირყევა. ბროწეულების ანემიას როგორ კურნავენ, მომიყევი. გადამირჩინე ბეღურები, თვალში შემმატე აკვარელი. როგორ სევდიანად იყურები, ხომ არ გაწყენინე, საყვარელო?! დროებამ რახან ამიტანა, ამა გაზაფხულს გავიხარო. რა უნდა მტკიოდეს ამისთანა, ავდგე და ცოლ-შვილს გავეყარო?! იქნება, მწადია ოკეანე? მთები მწადია ,უდაბნონი. დადგება ისევ ნაკიანი. იყეფენ ძაღლები უპატრონოდ. შეხედე ცაცხვებს, აკაციებს და შემიმცირე მანძილები. წყეული სევდა ამაცილე. ამბობენ, მკვდარია გაცილებით შემოდგომაზე გარდაცვლილი. დუმილი იყოს მისი ხვედრი, ხმაური როგორ დაგაბარო?! იებს და ენძელებს მიმიხედე, მოყინულ ენძელებს, მეგობარო. ცხოვრება როგორ ვატიალე?! დალეულია, მოწეული და საფეთქელთან ნატყვიარი, როგორც უღიმღამო ბროჭეული ამიფეთქდება. გამაციებს. შემცირდებიან მაძილები. წყეული სევდა ამაცილე. ამბობენ, მკვდარია გაცილებით შემოდგომაზე გარდაცვლილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კარგია, რაც მთავარია, პოეზიით სუნთქავს ლექსი! მე თვენს ადგილზე რეფრენს ცოტას შევამცირებდი, უფრო მოიგებდა... კარგია, რაც მთავარია, პოეზიით სუნთქავს ლექსი! მე თვენს ადგილზე რეფრენს ცოტას შევამცირებდი, უფრო მოიგებდა...
11. შემოგევლეეე!!! შემოგევლეეე!!!
10. ბროწეულას ზღაპარი გამახსენე-ჩემი უსაყვარლესი იყო ბროწეულებსაც ემართებად ანემია თუ ვინმე უგულომ მაგრად წაუჭირა ხელი. უჰ,რამდენ ასოციაციებში ვარ ახლა შენი წყალობით :) 5 ბროწეულას ზღაპარი გამახსენე-ჩემი უსაყვარლესი იყო ბროწეულებსაც ემართებად ანემია თუ ვინმე უგულომ მაგრად წაუჭირა ხელი. უჰ,რამდენ ასოციაციებში ვარ ახლა შენი წყალობით :) 5
9. მე, მაგალითად, მთლად გამიუფერულა სამჯერ გამეორებამ მე, მაგალითად, მთლად გამიუფერულა სამჯერ გამეორებამ
8. jonatan livingstoni - ყველაფერი მარტივი ხომ გენიალურია ( სულ ცოტა, ასე ამბობენ)
თანამედროვე ავტორებში კი ყველაფერი პარადოქსული გენიალურია, ისეთი, ძვლებამდე რომ ატანს...
jonatan livingstoni - ყველაფერი მარტივი ხომ გენიალურია ( სულ ცოტა, ასე ამბობენ)
თანამედროვე ავტორებში კი ყველაფერი პარადოქსული გენიალურია, ისეთი, ძვლებამდე რომ ატანს...
7. ბროწეულის გარჩევა დავიწყე.
მაგარი ხარ, უკამათოდ, უდისკუსიოდ...
ბროწეულის გარჩევა დავიწყე.
მაგარი ხარ, უკამათოდ, უდისკუსიოდ...
6. 4 და 5 კომენტარს ვიზიარებ. 4 და 5 კომენტარს ვიზიარებ.
5. ჯონათანის აზრს ვიზიარებ. ჯონათანის აზრს ვიზიარებ.
4. "ბროწეულების ანემია"- ეს როგორ უნდა მოიფიქრო ადამიანმა...
"ბროწეულების ანემია"- ეს როგორ უნდა მოიფიქრო ადამიანმა...
3. ძლიერი ნაწერია, სერიოზული რეფრენით.
5 ულაპარაკოდ ძლიერი ნაწერია, სერიოზული რეფრენით.
5 ულაპარაკოდ
2. :)))))+++++ :)))))+++++
1. შენ ემანდ რამე არ მიქარო, შეგაქებ, - სევდა გაგიქარო... :)
შენ ემანდ რამე არ მიქარო, შეგაქებ, - სევდა გაგიქარო... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|