ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2020


...

ესეც შემოდგომა.
დამსხვრეული მზისჩასვლების  რეპეტიტორი.
ეპიდემიის სეზონია და ორმაგდება
ტკივილი, ტვირთი,
ინფლაცია, ღამე,
მოწყენა.
როგორ მომწყინდა.
არსებობა და ცვლა სეზონთა.
როგორ მეგონა,
რომ ყველა ომი ომამდე მორჩა.
სამყარომ ყველა კოზირი მომცა.
და ღმერთი მხოლოდ
ნიცშესთვის მოკვდა.

შემძლებოდა დამეწერა დაუწერელი.
ნაცვლად ამისა ბნელ ღამეში
არაფრისგან მარილწყალს ვხარშავ.
და ყველა უმ კერძს
ზღვის ტალღებზე მეტად ვამლაშებ.
როგორი დაღლა სცოდნია
ყოფნას.
მე ჩემს სარკმელთან წვიმები მომყავს.
ქარებიც მომყავს.
და მზის ფოთლები
მსუყე დარდივით
მიწყვია კართან,
როცა ზამთარი
მომისწრებს და ყინვებით მშოლტავს.

დიდი ხანია ლოცვაც აღარ გამომდის მშვიდად.
დიდი ხანია თვალღიას და დამაშვრალს მძინავს.
მეპატიება
ყველა ვარდნა, ჩაძირვა ყველა,
ხელის მოცარვა.
შეცდომებიც მეპატიება.
ეს უხეირო ლექსიც, ასე
უმად მორჩა და..
მზეებს ვასვენებ მთების მიღმა.
დასრულდეს. მორჩეს!.
ღმერთი პოეტებს
სუიციდსაც პატიობს.
ზოგჯერ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები