ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: კვესელავა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2020


***

რა ყველაფერი უცხო იყო როცა ვაფრენდი,
მზეო თიბათვის,ამომშალე ყველა სიზმრიდან,
უჭკუო ღულა გამოფინე ცანდით აფენდიტ,
სანამ ისვრიდე!

ნასახლარებიც აღარ მოსჩანს შავი, უბელო
მოვა ზამთარი,
შემიფარე!
დრო რომ გამომრჩეს,
გადაიკარე,ჩამოეხსენ ზეცას ღრუბელო...
ღმერთო გამოჩნდი!

რა უხვად ყრია დედამიწა ქვევით,სამატლე,
აპოკრიფები სისხლია თუ უფრო ლექსები,
თუ ერთხელ მაინც გადააწყდი სადმე სამართალს,
ჩამოეხსენი!

მარილიანი ცრემლებივით მეწვის სახადი,
პეშვებით გიღვრი ათინათებს,ველებს უპოვრად,
დამშვიდობებას არ უხდება ,,კარგად'', ,,ნახვამდის''
გზები უფროა.

მძიმე ჰაერი ჩემს სარკმელზე აწყობს გარიჟრაჟს,
ისიც იციან რაც ჩემს თავზე არ ვიცი თვითონ,
როცა ვაფრენდი,ეს კედლები იყო საგიჟე,
ამბობდნენ თითქოს.

შენში დარჩენილ ყველა ტკივილს გამოვუძეხი,
ხელისგულებში გიფეთქავდნენ მოლურჯო არხნი,
ნაბიჯ-ნაბიჯით აგადევნე მზერა უკმეხი,
არასდროს წახვალ.

ბეწვის ხიდია გადებული,სახეზე გაცრი,
შთანთქავს ზვირთები ტუჩებიდან ისე გამრიყავს,
მიიღე კარზე მობნეული წყეული ვარცლი
ხვალ რომ არ ვიყო.

ო,რა ლამაზად ხმაურობდა შენი ხმა ყურთან,
ვამზადებ არსად წასასვლელ შავ სამგზავრო ჩანთებს,
მარცხნივ მკერდზე რომ მიჩქარდება გრძნობების ყუთი,
ყოველთვის ჩანდი.


უჭკუო ღულა გამოფინე ცანდით აფენდიტ,
ღამე ვინც წერს და ფორიაქობს ერთი იმათიც...
რა ყველაფერი უცხო იყო როცა ვაფრენდი,
მზეო თიბათვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები