ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2020


.

ვინ თქვა რომ
სანთლით ხელში
ღ-მე-რთის საძიებლად
ქუჩაში აღარავინ დაეხეტება?

.....

უკაცრავად თუ -
მზის სხივებმა -თვალები დაგახუჭინა
და უკაცრავად თუ
თვალში გაგერჭო - სინათლე - სიმართლე ახლა კი,
ვეღარ იძინებ.

მნათობები იმისთვის არსებობენ რომ ანათონ,
ეს ჩვენ ვიმალებით ადამიანები,
თუკი არ გვინდა სინათლე
მნათობები - შენი შიშების გამო
ვერ ჩაქვრებიან.

ასე რომ,
სინათლე თავის თავს ვერ დამალავს.

ჰოდა დაიმალე მეგობარო,
თუკი ასე გეშინია ცეცხლის -
მე ისევ
სანთლეებს ვარიგებ
შუაღამისას.

აქ საღათას ძილით ვეღარავის ჩაეძინება,
იმიტომ რომ
ღ-მე-რთი ზედმეტად ხმამაღლა იცინის -
შეშლილი ანგელოზის
ხმით..

ვითომ არ გესმის დაძინებისას?
.....

სინათლეებს ქუჩა-ქუჩა დავატარებ და
ვარსკვლავები იპნევა სიარულისას.

დღეს რამდენ ბნელ ადგილს გავანათებთ?
.....

მე შეიძლება გავჩუმდე ერთ დღეს,
მაგრამ
შენს არსში არსებულ ღმერთის მარცვალს
ვერასოდეს გააყუჩებ.

სიყვარულის მოცემისთვის - ბოდიშს ვერ მოვიხდი,
არავის ბრალი არაა -
ყელში თუ გადაგცდება დაუმსახურებლად მოკბეჩილი მარგალიტი.

რამ პამ პამ -
იცეკვე ღამის სიჩუმეში -
და ციცინათელებად ააცეკვე შენი სული.

შენი არს-ებობა
სიყვარულის სიმღერად თუ იქცა -
მოდი
ისე ხმამაღლა იმღერე რომ
მამლის მესამე ყივილზე -
კიარ გვიღალატონ -
ერთადერთი სიტყვა რომელსაც იტყვიან -
მიყვარს
მიყვარს
მიყვარს - ო ეს იყოს.

ჭრილობებიდან ისევ ყვავილები ამოიზარდა და
გამთენიისას გაიფურჩქნება,
როცა ღამის ხაზი დღის ხაზს გადაკვეთავს და
ორი უკიდურესობა ერთ-ად გაწონასწორდება.

როცა უკან გზას გამოვხედე
დავინახე
რომ - ნაკვალევზე ყვავილები იყო ამოსული,
სისხლიანი ყვავილები-
ჭრილობების გარეშე აქ ვერ ვიქნებოდით,
ასე რომ
ჩვენ ჭრილობებს აღარ დავკანკალებთ და
აღარც მათი სიღრმე გვაშინებს.

მე აქ ვარ -
სამოთხეში -
სადაც სიყვარულია ყველა ამოსუნთქვა .

ყველა წერტილში თუ
სინათლემ შემოაღწია -
რაღატომ გაშინებს განვლილი წლები?

ან რა წლები? რა დრო?

მხოლოდ აქ ყოფნისთვის გავჩნდით.

უბრალოდ მზის სხივად აენთე და
მადლობა შენ
ჩემო თავო რომ
აქ მოხვედი
აქხარ.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა -
ჩემი არსი
სიღრმეს შეერწყა და ახლა
სამყაროს უკიდურესი წერტილიდან -
ფესვად ამოიზარდა.

საკუთარ თავს სამყარო ჩავაცვი და
მთვარე შემომეხვია
ვარსკვლავებად.

მარადიულ სიჩუმეში -
სიტყვებად ვიღვრები -
არს-ებობისთვის.

თვალებში ბრჭყვიალებს მოგაყრი
თუ ისევ დაგეხუჭება.

ჭიტაა
ჭიტააა
გაიღვიძე !

ასე დავდივარ ხოლმე სანთლით ხელში შუაღამისას და
თუკი სახლის რომელიმე ფანჯრიდან ხმას გავიგონებ -
არის მანდ ვინმე? ბნელა , ცოტა სინათლე გამიზიარეო -
ფანჯარასთან სანთელი მიმაქვს და ჩამქვრალ სანთელზე ჩემი სანთლიდან ცეცხლს ვაზიარებ.

და ვამბობ -
ეზიარე მეგობარო, ეზიარე -
ოღონდ გახსოვდეს -
თუკი სინათლეს სამ ადამიანს არ გაუზიარებ ერთ ღამეში -
შენი სანთელი - სამუდამოდ ჩაქვრება.

დღეს რამდენი სხივი დაღვარე ?

იმდენი,
რამდენიც - გულის ცემის ხმა დავთვალე - ჩემი სიცოცხლის მადლიერებისთვის.

კიდევ ერთი სიცოცხლისთვის -
სიყვარულადიშვი!

ამინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები