ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2020


ცოდვის ხმა (ეტიუდი)


რად რეკს ზარი გოლგოთას? რად ვერ დაიტევს ფერნაცვალევი უფალი სიტყვებს და ეტყვის მათ: " ერთი თქვენთაგანი გამცემს!"
რად რეკს ქვა მიწას გდებული და აგდებულისთვის თავის შეშვერით, ნანთხევი სისხლის წკაპუნი გაისმის დუნიას...
რად ვერ რეკს შუშა მსხვრევისას და გამოსცემს ხმას წყლის ჩხრიალისას?
და შენ კი უხმოდ, ხელის შეშვერით დაიბან სახეს.
რად ვერ ოკდება უშბა ღამით და შავი ზღვა დღისით?
რად ვერ ისმენთ ყველაფერ ამას და მაინც ოხრავთ და კვენისით...
რად ვერ გაერკვიეთ ვინ გინდათ ან რა, და ჭინჭრის, ასკილის, თაფლის ნაყენ-ნახარშებს სვამთ სხეულის სამკურნალოდ?
სული სად არის?
ჯიბეში გვაქვს,
დიახ ჯიბეზედ, რომ ხელის ახლოს გვქონდეს, შემდეგ კი უმტკივნეულოდ გავცეთ. სად სხეულიდან ამოგლეჯის ხმა და სად ჯიბეზედ 30 ვერცხლის ჩხიალის ალიყური
რა არის სული?
აღარ გვაქვს. ეროვნებასთან ერთად წაგვართვეს
კვალ რა არის სული?
იდენტობა, მრწამსი და ღირსება, ეროვნებაა!
დაიცავი შენი სული,
თუ არ, კვლავ შუშის ნამსხვრევებით დაიბან სახეს!


გიგო რიონელი
09 ოქტომბერი 2020 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები