ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2020


ბიბლიური ოდისეა - უბნის მცხობელი

უბნის შუაში ერთი ქალი ცხოვრობდა, სულ სახლში იჯდა.
სახეზე მიწა ესვა ხოლმე, ანდაც სველი ნაცარი, ამბობდა თონეში, როცა ვეყუდები კანს დამწრობისგან სწორედ ეს იცავსო.
ზელდა და ზელდა ცომის გუნდებს, რიგში აწყობდა, შემგედ აცხობდა.
არანაირი მაშა არ ჰქონდა, ხელით იღებდა ხოლმე თონიდან, ორს გადადებდა გვერდით თავისთვის, დანარჩენებით უბანს აძღობდა.
მისი პურის გემოზე ხმები, სოფელს კი არა, რაიონს მოედო, გახდა ცნობილი, დაფასებული, ხელობისა და ხელგაშლილობისთვის.
რესტორანი იდგა სოფლის ბოლოში და იქ დაასაქმეს, პურის მცხობელად, მან კი თავი გამოიჩინა ყველა საჭმლის კეთებაში, რესტორნის მფლობელს წარმატება მოუტანა და გაამდიდრა.
მფლობელმა ის უფროსად დანიშნა და უთხრა, აღარაფერი გააკეთო, მხოლოდ უხელმძღვანელე მზარეულთა ურიცხვ რაოდენობასო. ასეც მოიქცა ჩვენი ბებო, გული და სული შეალია მომქანცველ საქმეს, ავალებდა და აკეთებდნენ სხვები ყველაფერს, მხოლოდ პურის ცხობას და ზელას არ ანდობდა არავის.
ერთ დღესაც ბევრი იმუშავა, როდესაც ბოლო ცომი უნდა მიეკრო თონის კედელზე წნევამ დაარტყა, ჩავარდა შიგნით და ცეცხლი მოედო, იწვებოდა და უყურებდა, როგორ ცხვებოდნენ მისი პურები.
და სწორედ ამ დროს მოუვიდათ რესტორანში დიდი კლიენტი, ეძახდა ყველა ამ ბებიას, ვერ გააგონეს, სხვა გზა არ იყო, ამიტომაც ამოიღეს პურები თვითონ, ტრადიციულად ერთი გასინჯეს, ყველაზე გვიან ჩაკრობილი, რათა ენახათ, როგორ გამოცხვა ამ ჩაკვრის პური. მზარეულებმა ერთხმად ამოთქვეს,  ეს მისი საუკეთესო ნაცხობიაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები