ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2020


გამოჭერა

გამოჭერა
ზოგჯერ ისეთი ,,დამაჯერებელია'' ჩემი ქცევა,
როგორც მღვდელის მიერ სასამართლოზე გაკეთებული არჩევანი
სამოქალაქო ფიცის სასარგებლოდ.
ყოველთვის ვიღაც სხვას ვეძებ ჩემში,
გადაწყვეტილების მიღების დროს საჭირო გამბედაობა რომ შევაძლებინო.
ისე უნდა მოვარგო, ერთდროულად მოუხდეს კიდეც
ძველმანებში ნაპოვნი წინაპრის ფარფალასავით.
კვამლისფერი გისოსებიდან პატიმრის შეკუმშულ თვალებში,
სახასიათო გამოხედვა შეინარჩუნოს
და მოლოდინთან ჩასაფრებულს, სიდინჯე შერჩეს.
ძირითადად მაინც ჩემზე სუსტებთან დაჩოქება მეიმედება,
თითქოს მათი მუხლების ქვემოდან დანახული ცის ზედაპირი,
გულის სიღრმეში წითელ სითხეს სხვა ფერად ამღვრევს
და სიჩქარეს უცვლის ქარივით.

10 ოქტომბერი 2020 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები