ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2020


ცოფი

არავინ იცის, კიდევ როდის ვიფრენ კენტავრით.
გახდი ჩემი, მითოსურო ტანო..
ფოთლად ან ღერად გამატანე ქართან თართარში.
მიმრაში ხიდი გადამაწვდენს წერწეტ წეროებს..
დილემის ქაფი გადაეხდა ქაფად ქარაფებს.
ავყია კანი გადამიდნა ერბოდ და ანწლად.
ეს წლები არის ასე წერად კართან რომ მიწვა
და დაიწაწლებს უღონობას ერდოდ შერეულს.
ყველაზე შენი როცა ვიყავ, მაშინ ვიღონე,
ცხოვრებას ვღეჭავ ათით ნაკლებს უკვე ორ ოცზე..
თუმც მაშინ ვხარვარ, როცა ვტირი ისევ არტახზე
და შენზე ვწევარ, როგორც ცოფი შემდგარ არაყზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს