ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2020


რამ დამაბერა?(პასუხი ნიაზ ზოსიძეს!)

მივყვები დროის დინებას,
ერთი "სოფლელი" ტლუ ბიჭი!
ალბათ,უფალმა ინება,
მევლო უბელო ტაიჭით!
მქონოდა ჩემი "შარაგზა",
ჭენებით "ფუტის" ამდენის...
მერე,მეთვალა,-გზა და გზა,
სავლელი დამრჩა რამდენი...
იქნებ(რა იქნებ...)მეც მეთქვა,
გავიადვილე სავალი!
რახან,აქამდე მოვედი,
სასიკეთოდ მაქვს ნავალი!
ისე ვადგამდი ნაბიჯებს,
არ მიჯლაგნია ბალახი,
ზურგშიაც არ დაუხლიათ,
მავალზედ-ლაფი,ტალახი!
შუბლზედ თუ მადევს ნაოჭი,
(ეგაა ჩემი ნამუსი)
არ შემრცხვენია,არც ვცდილვარ
მეთქვა,-წერტილი დავუსვი,-
წარსულს...რომელიც ბევრისთვის,
გახლავს ნაჭამი სირცხვილი...
წელში რომ მოუკაკვია,
ცარიელ ქვაბის ციცხვივით!...
რამ დამაბერა(მაშ,რა მჭირს),
ან რა ფარცაგი ამიტყდა?
რას ვერჩი ნაოჭ-ჭაღარას,
ან გული რაზედ გამიტყდა?...
ვერ შევძელ,ისე ვბერდები,
ტვირთი მეზიდა ხარისა!
ხნულში მეთოხნა ბელტები
სამშობლოს გასახარისად!...
ერთ წიგნსაც კი ვერ "ვუტიებ"
სამომავლოსთვის წამკითხავს...
ვიღაცას გამეტებოდა-
ან შექება ან გაკიცხვა...
სცოდნოდა-მსურველს რას ვწერდი,
ან რას ვფიქრობდი კი არა!
სულში-რამ შეძლო,მტკენოდა-
მოურჩენელი იარა!
ხომ ვხვდები,ძმაო! რად ვუბნობ,-
დავბერდი,აბა,რა ვქენი...
იოლად რატომ გავმხდარვარ,
-"სატაკები" და "სარქენი"...
რატომ ქცეულან დღეები,
(წლებიც) წუთებად,წამებად...
შუბლზედ ნაოჭიც ნამრავლი,
ძაფებად რატომ გამება!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები