მე რომ ვენახი ვიყავი, იმის თქმაც შემეძლო, ვინ მომისრესდა გამეტებით სველ ბურთულებს... ყველა გოდორს ჩავძახე: - თქვე ჩემანალებო, პირღიებო, გაბღენძილებო, ზურგით ნათრევებო, სად მიმარბენინებთ, ვის ჩასაწიხლად მიმეტებთ, ვისი პირის სათრობად?!
დანაყრებამდე მშივრებზე ფიქრი უფრო მძიმეა, ვიდრე - სავსე კუჭისას. სადილს ისე როგორ ამოათავებ, ლუკმა არ ჩაუტოვო თეფშის სიღრმეს, ჭიქა არ წაუქციო შენს მკვდრებს, ყოველ მოქმედებაში ჭირისუფალი ხარ.
სულ იმას ვქადაგებდი, ცხვარი რა ღმერთის საკადრისია-მეთქი, მგელს თუ გადაურჩა, აიღე და მიეცი ჩაქაფულს, მის გამომშრალ მატყლზეც იგორავე, თითქოს ფქვილში ამოსვრილი ღორჯო იყო, ბოლო ამოსუნთქვას რომ ტაფას მიაკრავს...
ზოგჯერ ხმელი ტოტიც გენანება ცულის დასარტყმელად, მერე რა, რომ აღარ იფოთლება, ნაყოფით პირს არ გისველებს, ყოველ მოქმედებაში ჭირისუფალი ხარ.
ვინ მიშლიდა, ავყოლოდი სიმღერას, კიბეს, მთის აღმართს, ცუდ ხმასაც ავყოლოდი?! კაცის აყოლამ რა მომიტანა?! - გულში ჩაყოლა, სხეულზე ჩაყოლა, შემდეგ - შვილის ყოლა, და მაინც, დიდი არაფერი ყოფილა თურმე ქალი ამ აყოლა-ჩაყოლაში. ვინც ბაწარს ყელი მისცა, ყველა ცხონდა, მე კი კაცის დასაბმელადაც არ გამომადგა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჭიქა არ წაუქციო შენს მკვდრებს, ყოველ მოქმედებაში ჭირისუფალი ხარ.
ჭიქა არ წაუქციო შენს მკვდრებს, ყოველ მოქმედებაში ჭირისუფალი ხარ.
5. რაღაცნაირად მომწონს ეს ავტორი :)
რაღაცნაირად მომწონს ეს ავტორი :)
4. ვინც ბაწარს ყელი მისცა ის არ ცხონდა :)) ღვინოსთან მიმართებაში პირიქითაა თუ როგორ? ვინც ბაწარს ყელი მისცა ის არ ცხონდა :)) ღვინოსთან მიმართებაში პირიქითაა თუ როგორ?
3. მართლაც, ცხვარი რა ღმერთის საკადრისია... +5 მართლაც, ცხვარი რა ღმერთის საკადრისია... +5
2. ეჰ,გოდრებივით რამდენი გვიმეტ3ბს ჩასაწიხლად,ისინიც კი ვისაც თავი მორალისტებად მოაქვთ. 5 ეჰ,გოდრებივით რამდენი გვიმეტ3ბს ჩასაწიხლად,ისინიც კი ვისაც თავი მორალისტებად მოაქვთ. 5
1. რასაკვირველია კარგია მარა .... რაღაც ახალი მაინტერესებს მე ამ ავტორისგან , ეს უკვე ვიცი . თითქოს ერთიდაიგივეს ვკითხულობ . 4 რასაკვირველია კარგია მარა .... რაღაც ახალი მაინტერესებს მე ამ ავტორისგან , ეს უკვე ვიცი . თითქოს ერთიდაიგივეს ვკითხულობ . 4
|
|
მონაცემები არ არის |
|
|