ვხვდები, რომ ოდნავს გაწყენინე, ვიცი რა ვქენი... უბრალოდ, ლექსი წაიკითხე და სხვაა თითქოს... მე პოეზია ისე მკურნავს, ვით პლაქველინი ამ კოვიდისგან - კარანტინი - ვითომ და ვითომ...
და თავს ვიტყუებ... ყველა ლექსი - ჯავრის ამოყრა- წამიერია განკურნება, შვება, ღერებიც. მე რომ ნაფაზებს დარდის ქულებს ამოვაყოლებ, იქვე მტრედები გაკვირვებას მოიღერებენ.
შენ მკიცხავ ალბათ, მართალიც ხარ, მხოლოდ შეძელი - გამიგო ოდნავ, ოჰ, რადგანაც ხშირად ვწერ ახლა. და უბრალო ვარ, როცა კალამს ვანდობ შეგრძნებებს, როცა სხეული დაქანცული ირეცხავს დაღლას.
მე იმედი მაქვს შენი ღრმა და სანდო თვალების, რომლებში მუდამ ემპათიის მზეები სახლობს. და იმედი მაქვს, გამოგივა ჩემი დანდობაც, რომ მხოლოდ შენი მზეებია ნამდვილი - მათბობს. 12.05.2020
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რა მაგარი ემოცია მოიტანა, ნაცნობი. რა მაგარი ემოცია მოიტანა, ნაცნობი.
6. ასეთი ციკლია და რა ვქნა?! :)) მადლობა, რომ მკითხულობთ! :) ასეთი ციკლია და რა ვქნა?! :)) მადლობა, რომ მკითხულობთ! :)
5. წეროს თოვლის მსგავსი რეაქცია მაქვს ამ ლექსზე :) წეროს თოვლის მსგავსი რეაქცია მაქვს ამ ლექსზე :)
4. აღარ მინდა ამ კოვიდის გაგონება, მაგრამ ლექსი მომეწონა :) აღარ მინდა ამ კოვიდის გაგონება, მაგრამ ლექსი მომეწონა :)
3. არა, ჯონათან, კარანტინის ლექსებია, ახლა ვეღარ ვწერ, მარაგებიდან მომაქვს. :))) მადლობა დროისთვის! :* არა, ჯონათან, კარანტინის ლექსებია, ახლა ვეღარ ვწერ, მარაგებიდან მომაქვს. :))) მადლობა დროისთვის! :*
2. Ragaceebi momewona, saerto jamshi ara :/ Ragaceebi momewona, saerto jamshi ara :/
1. ხშირად წერ ახლა- თვითმკურნალობას ეწევი :)
ხშირად წერ ახლა- თვითმკურნალობას ეწევი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|