ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2020


რა დამავიწყებს...

რა დამავიწყებს, რა დამავიწყებს,
შენს ფაქიზ სხეულს, ცქრიალა თვალებს,
თთოლვარე ბაგეს და იავარდთა
ნაცნობ სინაზეს ან სითამამეს?
რა დამავიწყებს, თუ ღმერთი გწამდეს,
მძიმე მტევნებით აზვირთებულ მთებს,
დაშლილ მდელოებს, მოკაზმულ მინდვრებს,
დაბნეულ ღრუბლებს და გრილ ღამეებს...
რა დამავიწყებს მღელვარე სიზმრებს?
ოცნების კოშკებს, ძვირფას გვირგვინებს,
ბოჰემურ ჰანგებს თუ ზარების ხმებს
და გამოგონილ ოქროს ქორწილებს,
რა დამავაიწყებს ბავშვურ სიბრაზეს,
განშორების გრძელ უცხო ნაპირებს,
დაცვენილ ფოთლებს, ფერმკრთალ მაისებს,
რა დამავიწყებს... რა დამავიწყებს...
რა დამავიწყებს მაგ თითო თითებს,
საფერებლებს და სალოლიავებს,
ვით მკრთალ ლანდებს ან ნაღვლიან ფიქრებს,
გასდის სინათლე და გრძნობებს იწვევს,
რა დამავიწყებს შენს ხმას, საუბრებს,
მომავალ გეგმებს თუ ნაცნობ კითხვებს,
გულწრფელ სიამეს, გულახდილ სიტყვებს,
იაგუნდებს თუ მინდვრის ყვავილებს...
რა დამავიწყებს თოვლიან ფილებს,
ბათუმს, ახალ წელს, გაცვლილ საჩუქრებს,
მხიარულ წყვილებს, ღვინით დამთვრალებს
და წვიმით მორთულ ცისფერ დარბაზებს,
რა დამავიწყებს ძვირფასო შენს თმებს,
ჩამავალ მზისფერ, ნათელ კულულებს,
ჩაჩქმეტილ ლოყებს, დათაფლულ ტუჩებს,
რა დამავიწყებს... რა დამავიწყებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები