 | ავტორი: კვესელავა ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2020 |
აქ რომ დაფნები და იფნებია, ლურჯ მიწებს თავზე რომ დაჰხარის, წაუკითხავი წიგნებია, მიდიან,გვტოვებენ ,მახარე.
აქ რომ დაფნები და იფნებია, სახლების ირიბად,ოდა მთა, რა ბედნიერები იქნებოდნენ, ვინმეს რომ ვყვარებოდით,ცოტათი.
აქ რომ დაფნები და იფნებია, კალთებზე მოუვლელი ეზო, ფიქრებიც ფიქრებივით ფიქრდებიან, ყველა ამინდში გეძებ!
აქ რომ დაფნები და იფნებია, დადნაფიც ყვავილებთან ერთად, მზეა ბარჩხალა თუ იქნებ, მზისქვეშ იმალება ღმერთი.
აქ რომ დაფნებია და იფნებია, მოვარაყებული შვება, ადამიანები იღლებიან, მთების გადაღმაა მთები.
აქ რომ დაფნები და იფნებია, ნეტავ,რა ხდება იქეთ, ცხოვრება ერთადერთი მიგნებაა, ხელებს რომ უსაშველოდ ვიქნევთ.
აქ რომ დაფნები და იფნებია, ნახევრად ნაცრისფერი მხარე, შენსავით შენნაირი ვიქნები ან ხელებით ამომივსე მხარი.
აქ რომ დაფნები და იფნებია, აქ რომ იფნები და დაფნები, ჰაერი დახშულია,იფრენენ ჰაერი დახშულია,აფრენენ.
დღეებს რომ დღეებივით მივყვები ვით ტკივილი ლექსებივით გადამდეს, აქ რომ იფნები და დაფნებია, იმდენი არსად და არასდროს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მადლობა, ფლორენცია, რომ კიდევ წამაკითხე, ნათელში იქნება აუცილებლად. როგორი ლექსია, დიდი, მაგრამ ამავე დროს, მინიმალისტური ,ერთი მისხალი არაა ზედმეტი. ცოტა იცხოვრა, მაგრამ ბევრი თქვა... მადლობა, ფლორენცია, რომ კიდევ წამაკითხე, ნათელში იქნება აუცილებლად. როგორი ლექსია, დიდი, მაგრამ ამავე დროს, მინიმალისტური ,ერთი მისხალი არაა ზედმეტი. ცოტა იცხოვრა, მაგრამ ბევრი თქვა...
11. 3 წელია ნიკას გარეშე გვახსოვხარ გკითხულობთ გვენატრები 3 წელია ნიკას გარეშე გვახსოვხარ გკითხულობთ გვენატრები
10. ყველაზე მეტად მომეწონა. ძალიან კარგია. 5.
ყველაზე მეტად მომეწონა. ძალიან კარგია. 5.
9. გუშინ დამავიწყდა მეკითხა, სად გააქვრე დანარჩენი ნაწერები? :)
მგონია, ამ ლექსს უკეთესად ვერავინ წაიკითხავს. გუშინ დამავიწყდა მეკითხა, სად გააქვრე დანარჩენი ნაწერები? :)
მგონია, ამ ლექსს უკეთესად ვერავინ წაიკითხავს.
8. ცხოვრება ერთადერთი მიგნებაა... როგორ მიხარია შენი დაბრუნება ნიკა❤ ცხოვრება ერთადერთი მიგნებაა... როგორ მიხარია შენი დაბრუნება ნიკა❤
7. სისათუთე და სისადავე ლექსი სისათუთე და სისადავე ლექსი
6. სხვებივით ნუ წაშლი ამას... სხვებივით ნუ წაშლი ამას...
5. იმდენად მაგარია, რომ კომენტარის დაწერაც მერიდება... არ ვარ ღირსი:) ბრავო! იმდენად მაგარია, რომ კომენტარის დაწერაც მერიდება... არ ვარ ღირსი:) ბრავო!
4. მგონი ძალიან გააბევრე დაფნები და იფნები და დაუკარგე მთავარი მუღამი ანუ ის, რა ეფექტითაც შემოდის დაფნები და იფნები ჟღერადობით და სუნით. ისე, მგონი, ეგენი სხვადასხვა კლიმატში ხარობენ (ცირა მასწავლებელი აუცილებლად იტყოდა ბოტანიკის გაკვეთილზე, მაგრამ მახსოვს?) ძალიან მომეწონს თავიდან მუსიკალურადაც კარგად ჩაჯდა გონებაში. დასასრული უფრო ეფექტური დაამშვენებდა.
მგონი ძალიან გააბევრე დაფნები და იფნები და დაუკარგე მთავარი მუღამი ანუ ის, რა ეფექტითაც შემოდის დაფნები და იფნები ჟღერადობით და სუნით. ისე, მგონი, ეგენი სხვადასხვა კლიმატში ხარობენ (ცირა მასწავლებელი აუცილებლად იტყოდა ბოტანიკის გაკვეთილზე, მაგრამ მახსოვს?) ძალიან მომეწონს თავიდან მუსიკალურადაც კარგად ჩაჯდა გონებაში. დასასრული უფრო ეფექტური დაამშვენებდა.
2. "აქ რომ დაფნები და იფნებია, ნახევრად ნაცრისფერი მხარე, შენსავით შენნაირი ვიქნები ან ხელებით ამომივსე მხარი." - ამ სტროფს რა მაგარი ფინალი აქვს. დაფნის სუნი ვიგრძენი, კარგი ლექსია! "აქ რომ დაფნები და იფნებია, ნახევრად ნაცრისფერი მხარე, შენსავით შენნაირი ვიქნები ან ხელებით ამომივსე მხარი." - ამ სტროფს რა მაგარი ფინალი აქვს. დაფნის სუნი ვიგრძენი, კარგი ლექსია!
1. ოტიას და ელიავას მერე, ესეც ჩემი საყვარელი იფნების სერიის ლექსი იქნება აწი :)
დაე ჰქონდეს არცთუ საყვარელი დაფნის არომატი :)
ოტიას და ელიავას მერე, ესეც ჩემი საყვარელი იფნების სერიის ლექსი იქნება აწი :)
დაე ჰქონდეს არცთუ საყვარელი დაფნის არომატი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|