ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2020


ნეტავ კიდევ გნახავ?

ცრემლის წვეთში ვატევ
ნაომარ და ნამტვრევ
სულის გამოძახილს.

ველოდები დილას,
ველოდები ფრთხილად
და თავს დარდებს ვახლი.

ნეტავ შემოკლდება?
სივრცე. შემომხვდება
შენი სახე, ნეტავ?

თავს ვერ ვაძლევ ნებას.
ფიქრი მიძნელდება.
ოცნებას ვერ ვბედავ.

აქ ღამეა რუხი.
სულში დარდის ქუხილს
თვალზე ცრემლი ახლავს.

სად ხარ ახლა. ნუთუ
არ გახსოვარ წუთით.
ნეტავ კიდევ გნახავ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები