ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2020


ერთად ვი-არს-ებოთ ჩვენი სულის ჭვავის ყანაში

ცხოვრებაში პირველად ვიგრძნები,
რომ ადამიანმა მართლა დამინახა
მართლა ვუყვარვარ -
როცა შენ მითხარი
...ისე მიყვარხარ როგორც შენ გიყვარს სიცოცხლე...

ამაზე უკეთესად ვერავინ მაგრძნობინებდა სიყვარულს.

თვალები ცრემლებით ამევსო და ვარსკვლავებად ავტირდი.

ჩვენს ჭვავის ყანაში
ჩვენი თავები უკვე დავიჭირეთ და
კლდიდან გადავარდნის აღარ გვეშინია,
ახლა უბრალოდ ვთამაშობთ.

დილით გაღვიძებისას -
გეუბნები ხოლმე - ჭიტა -
აქ ხარ?
ნახე სიცოცხლემ კიდევ ერთი დღე გვაჩუქა -
სიყვარულისთვის.

წვიმაში დაჭერობანა ვითამაშოთ და
ისევ ვიცინოთ
დაპროგრამებულ ადამიანებს
როგორ შევაშინებთ
ჩვენი სიცილით.

როცა მაგ სახით გიყურებენ ენა გამოუყავიო თქვი და გაგეცინა.

თუკი სიყვარულისთვის სიგიჟეა საჭირო ,
შეგვიძლია თეთრი ხალათები ჩავიცვათ და ისე ვიცეკვოთ ქუჩებში
სადაც მოგვინდება და
როცა მოგვინდება.

გიჟი თავისუფალი თუა
გიჟობის იარლიყს თავად ავიკრავ შუბლზეთქო .

მირჩევნია გიჟი მეძახონ
ვიდრე გიჟი ვიყოთქო და
სიცილისგან გადავბჟირდი.

ზოგჯერ მართლა მგონია რომ
შეიძლება სიცილისგან მოკვდე
იმდენად კომედიაა
ადამიანები როგორ უკმევენ საკმეველს
არარსებულ ღმერთებს და
ნამდვილ ღმერთებს გიჟებს გვეძახიან.

ო ლა ლა -
ვის რა ეგონა?

თუკი ჩვენი ბავშვური გულიბრყვილობის გამო
ვიღაც დაგვცინებს -
უკაცრავად მაგრამ გოიმობაა სიყვარულის უუნარობათქო ვეტყვით, და ქუჩაში დაჭერობანას თამაში კიარ ტეხავს,
ის ტეხავს - მთელი ცხოვრება რობოტი რომ ხარ და
ერთხელაც არ გიგრძვნია ნამდვილი ამოსუნთქვათქო.

გავიზარდოთ კიარა
ყოველდღე იმას ვცდილობთ
უფრო მეტად დავპატარავდეთ.

პატარავ,
შენი თვალები რომ იასამნისფერ სხივებად განათდნენ
ამის მერე კიდევ რომ მეკითხებიან
გწამს თუ არა ღმერთისო, რა ვუპასუხო?

ასე ვამბობ ხოლმე -
ღმერთის მწამს კიარა -
ღმერთი მინახავსთქო.

ჰოი ბიჭო
რამდენ სიცოცხლის წამს ატარებენ ადამიანები -
ძილში?

ბევრიო თქვი და
რამოდენიმე წამი ძაღლის გუნებაზე დავდექით
სანამ
სიყვარულისგან ისევ ჭკუიდან არ შევიშალეთ.

ჩვენ ერთმანეთს კიარ ვუბრაზდებით
ვებუტებით ხოლმე და მერე
ერთმანეთს ყვავილებს ვჩუქნით
შესარიგებლად.

პატარავ,
ვის უბედავ ამდენ სიყვარულს?
...

შენ შენ შენ შენ დასურულებლად.

ისე მიყვარხარ,
როგორც სიცოცხლე მიყვარსთქო
გითხარი.

თვალებიდან ისევ ვარსკვლავები გადმოგცვივდა.

როგორ ღრმადაც არ უნდა მეძინოს
აუცილებლად გამაღვიძეო მთხოვე.
მეც გაღვიძებ ხოლმე და
პირველი სიტყვა რასაც ამბობ ყოველთვის ესაა -
მიყ ვარ ხარ.

შენ არასოდეს დაგეძინება -
ისე ღრმად
რომ ამ სიტყვის თქმა
ვეღარ შეძლო.

....

აქ ვარ.
აქ ხარ?
მიყ ვარ ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები