ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2020


ანიკო

ჰე თვალი არ გააცეცო.
სანამ არ ამოგწურავენ,
სანამ არ ამოგიღებენ,
ტვინს, რომელზედაც ასოცით
გადაიარა ცუნამმა
და შენ ბრიყვივით იღიმი.
ჰეი - ბგერა არ გაიღო,
კრინტი არ დაძრა საწილო.
ლიმონკა რომ აგიფეთქონ,
არ ჰკითხო რისი ხმა იყო.
და რომ აგიგდონ საცინლად,
შენც გაიცინე ანიკო.

ფაშისტურია ცხოვრება,
თუ დამიჯერებ- სასტიკი.
რომელიც გათენებისას
შუბლზე გახატავს სვასტიკას.
ეს შხამიც სანამ მწარეა,
სჯობდეეს მანამდე ატლიკო,
არ ჰკითხო რისი შხამია,
შხამი, შხამია ანიკო.

რომ თითქოს ისე იცხოვრე,
შენი ცხოვრება არ იყო
და წლები ყოველ იანვარს
შემოგარტყამენ ალიყურს,
მე სად მივდივარ კი არა,
შენ სად წახვედი ანიკო.

ღრმად ნუ შეტოპავთ ამ ზღვაში,
ზღვებმა იციან გარიყვა.
წამოდი სახლი მარტოა,
სახლში ტკივილმა არ იკლო.
იმ სახლში მწვანე მანტოა,
მე რომ გიყიდე ანიკო.
ბოლოს თვალებიც დახუჭე,
ერთ დროს ოჯახის მუჭუჭო
და შავგვრემანო, ხუჭუჭა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს