ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2020


ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე...

ცუდი რაც ხდება სიკვდილის გარდა,
რაღაც კარგისთვის გამზადებს იქნებ...
მტერს როცა უცებ ეხდება ფარდა,
როცა ნიღაბი ეხსნება მლიქვნელს.
ჭადრაკის შავ-თეთრ დაფაზე დგახარ,
თეთრი და შავი, შავი და თეთრი...
და დრო, რომელიც იცვლება სწრაფად,
ყველაფრის პასუხს ოდესმე გეტყვის!
და მაინც გინდა პასუხი დღესვე,
ვინ, როდის, როგორ, რატომ და რისთვის?
იცავ და არღვევ დადგენილ წესებს,
და სულ გაეჭვებს ისიც, რაც იცი...
ცხოვრება ზოგჯერ პოლიგონს მოჰგავს,
შენი ნების და ვნებების საწვრთნელს!
სანამ არსებობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს,
ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე!..
  13.10.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები