ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2020


აღსარებამდე

ოდესმე იქნებ მართლა მომინდეს  , მაპატიო .
დღეს სად მაქვს ძალა თხოვნის ან ლოცვის .
ჰო , სასჯელია ,
სასჯელი ეგ მეტანია .
არც კი ვასრულებ .
სად გესაუბრო ,
ჩემო ღმერთო ,
ღმერთო აბრაამის .
სად ვეცადო შენს მოტყუებას ?
ვინ სად ,
ვინ ვინ
ან ვინ რა არის ,
რომ უეცრად დავმარხო თავი .
ირგვლივ გზებია
და შენ გცდებიან
და უამრავი სალოცავებია
და ნიშებია
და ნიშნებია ,
დაგინახავენ  და შეშინდებიან .
ღმერთო აბრაამის ,
ღმერთო დავითის ,
ღმერთო ჩემო .
ოდესმე იქნებ მართლა მომინდეს , მაპატიო .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები