ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ნინო გვაზავა
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2020


მადლიერების მადლი

ნატვრა თუ აგრულებიათ ..- არა ისეთი კი არა, რომ მოგართმევენ და ხვალ, რომ არ გახსოვს!!!

იცი როგორი ნატვრა .... რომ მოიწადინებ, მოინდომებ და იქ მისასვლელად ძალ -ღონეს არ დაიშურებ ...

მერე თვითონ, რომ ხარ კმაყოფილი იმიტომ კი არა , რომ მიხვედი სადაც გინდოდა!!

იმიტომ , რომ გზა იყო საინტერესო და ამ გზამ გაგზარდა ... აი იმ შინაგანი ზრდით ხარ ღირსეულად ამაყი !!!

საჭესთან ჩემი შემოქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც შუადღისას ნაწილობრივ თვალ მილულული მამის ავტომობილის გასაღები ჩემი ძმის საკუთრება რომ გახდებოდა ... აქ დაიწყო ჩემი ჟინი სიყვარულისა ..
საჭის მიმართ.

- სად მიბრძანდებით?? წაგიყვანთ!! მივმართე გოგოს რომელიც დასახლებულ პუნქტის ბოლოს იყო და მეორე პუნქტამდე თითქმის სამი კილომეტრით იყო დაშორებული

- სამსახურში

-დაბრძაბდით წაგიყვანთ !! ახალგაზრდა ქალბატონი მადლიან ღიმილიანი დაჯდა ჩემს გვერდით

- თქვენ სად მიბრძანდებით ასე ადრე?? დილის ექვსი საათი იქნებოდა

მე გავიღიმე.

- ნატვრა აგსრულებიათ?? ვკითხე მოულოდნელად

- ნატვრა ?? გაიმეორა და მეხსიერებაში ქექვა, როგორ დაიწყო მივხვდი !! რაღაც უხერხულობაც კი ვიგრძენი

- კი !! გაახსენდა უცებ მაგრამ ეს ნატვრა არაა ეს არის ჩანაფიქრი, რომელიც მოვინდომე და განვახორციელე თავად.

- თუმცა ყველა მიზანი თავიდან ნატვრაა, შემდეგ ხდება მისი დაბადება.

- მართლაც !!! თითქოს გაკვეთილს უტარებდი ისე დამეთანხმა.

- და შემდეგ , ხან ბევრი შრომით, ხან გარშემომყოფების დახმარებით ვისრულებ ხოლმე !!

- ღმერთის ?? თითქოს შევუსწორე გაკვეთილი ..

- კი, კი პირველ რიგში ღმერთის !!! ამ დროს ტაძარსაც მივუახლოვდით..

ორივემ უჩუმრად გადავისახედ პირჯვარი .. მზე ნელ - ნელა ეპარებოდა შემოდგომის გრილ დილას და ჰაერს უჩუმრად აფერადებდა.

მანქანაში უკნიდან შემოიპარა მზის სხივი..

- აქ მივდივარ მანიშნა თანამგზავრმა !! მის გაჩერებას ცოტა გავცდი და თავისუფალ ადგილას მანქანა მოვაბრუნე უკან დასაბრუნებლად ...

- თქვენ რა ჩემს გამო შეწუხდით??? მკითხა გაოცებულმა

მის სახეს , რომ შევხედე ისეთი განათებული ჰქონდა სიმშვიდით სავსე - ანათებდა თუ ახლად ამოსული მზე ადგამდა გვირგვინს ვერ გვარჩიე ..

- იცით !!! თითქოს ერთის სული მქონდა ჩემი სიხარული გამეზიარებინა.. მეთქვა მაგრამ, რომ ვუყურებდი მეგონა, რომ იცოდა უკვე იცოდა ...

- დაჟინებით მიცქერდა და არ ჩქარობდა თითქოს უნდოდა ჩემი ნათქვამი მოესმინა.

- იცით ეს ჩემი პირველი მანქანაა .. პირველად დავჯექი მის საჭესთან და სადაც პირველად წამოვედი ეკლესიაა ...

- ქალბატონმა გაიღიმა და დამლოცა ..ისევ ედგა დილის სხივები თავზე , როგორც გვირგვინი.მანქანიდან, რომ გადავიდა უკან გავხედე და აღარავინ იყო ...

ახლაც მგონია ღვთისმშობლის მადლი იყო ჩემი პირველი მგზავრი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები