ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2020


დიასახლისის ფიქრებიდან


ხანდახან მწყინდება ყოველდღიური რუტინა,
რადგან ზუსტად ვიცი რა უნდა ვაკეთო,
არ ვფიქრობ რა იქნება დღეს რადგან ვიცი მარშრუტი რომელსაც ბოლო წლებია უცვლელად გავდივარ,
ვამბობ მომწყინდა და ყოველდილით ვირგებ დიასახლისის ხალათს ფიქრებით
რა დავარქვა სადილს ან ვახშამს...
მერე მახსენდება, რომ შეიძლება სარკეში ჩავიხედო და დავინახო ქალი,
რომელსაც უმაკიაჟო სახე და უფერული თვალები აქვს,
რომელსაც უამრავი როლი აქვს
და ვერ გაურკვევია, რომელია მათგან მთავარი.
სამზარეულოს მაგიდაზე ფიქრებ დაყრდნობილი ეძებს წარსულში დაკარგულ დღეებს
და ცდილობს გარკვეული თანმიმდევრობით დაალაგოს, დაახარისხოს და სანამ სანაგვეში გადაყრიდეს,
კიდევ ერთხელ გაიფიქრებს: როგორ დახავსებულა.
ამასობაში კი დუღს სადილი
და ამ სადილივით მდუღარე ფიქრები მარტოობაში ჩაკარგული გულის კედლებს ეხეთქება.
თმაში გველივით მიიკლაკნება ვერცხლისფერი მდინარე
და ოდნავ მოხრილი ბეჭები, დაღლილი ხელები გრძნობენ
როგორ ეხვევა წელზე პატარა თბილი ხელები,
გაფართოებული თვალები კი ეუბნებიან:
მე შენი ბავშვობა ვარ და შენი მომავალი.
მიყვარხარ ბე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები