ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2020


* * *

ახლა ქარს მიაქვს შენი სურნელი,
ოქტომბერია...

იქნებ დაბრუნდე...
ან იქნებ ქარმა შეწყვიტოს ქროლა...

რომ რამე დამრჩეს:
სამახსოვროდ,
გასახსენბლად...

ახლა ქარს მიაქვს შენი სურნელი
შენი ღიმილი უკვე წაიღო...
მე აღარ მახსოვს თხელი თითები
ან თითებამდე ნეტავ რა იყო...

ახლა ქარს მიაქვს შენი სურნელი
ოქტომბერია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები