ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2020


კესო ღმერთი და მე

ნუ მეცილები, მე ჩემი წილი ცხოვრებაც მყოფნის
მტკნარი არ ვარ და აღარც მლაშე ვარ.
ღმერთო რა ვუთხრა მე ასეთ ყოფნას,
მე გამოდენა მჭირდება უფლის
და შენ მაშრები.

მთელი სხეული მაქვს დაშრეტილი,
ბებერ და სახედამანჭულ ბრძენკაცს.
არა და  ბავშვი მინდა რომ მერქვას,
გთხოვ დამიბრუნე მე ბავშვის ტვინი.

შენი ფერება მიტომ მიზიდავს,
რომ მოკრძალებით, რომ ნაზად იცი.
მე მინდა ღმერთო ვიმპროვიზირდე
და ჯაზად ვიქცე.

მე მინდა წიგნში რომ შემინახონ
მეშვიდე გვერდზე,
გზაზე მზე მინდა,
ღმერთო მინახე მე მშვიდი გეზი.

ეს ცეცხლი მწვავს და გააჩენს უგარს,
ცხელ ნაპარწკლებად მოცვივა,  ენთოს.
რატომ მჭამენ და არ ვყოფნი ლუკმად,
წმინდა ბებერი ხორცი მაქ ღმერთო?

ჩემში ნუ მოკლავ იმ მეფე ნერონს
და გთხოვ მიკურთხე კესო, იესო.
გახარებული გონებით ევლოს,
ჩემზე ლამაზი ბედი მიეცი
და ნუ დამართებ შფოთსა და ნევროზს.

მისი თვალები ჯერ კიდევ წვანან,
ფერად ტბებში და მწვანე ხაზებში.
ბედნიერების გზაზე რომ წავა.
არ შეეშალოს ის გზა, სხვა გზებში.

უნდა მუცელზე ტკბილად დაწოლა,
ჩემს ერთადერთ შვილს, შვილს და მეგვარეს.
მას დედის ძუძუ უნდა აწოვო
და გთხოვ არასდროს არ დამემგვანოს.

ჩემს გამხმარ ფიტულს ნედლი ერევა,
ზოგი დაჰხარის, ანდა ვინ ზოგი.
ჰა ღმერთო ჩემი ბედნიერება,
შემინახე და გამომიზოგე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები