ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: თარგმანი
15 ოქტომბერი, 2020


ვუყურებ ადამიანებს და ვხედავ

ვუყურებ ადამიანებს და ვხედავ
ცხოვრების სურვილს როგორ კარგავენ.
შეუძლებელია მათი სურვილების დაკმაყოფილება.
ამის გამოა ღრმა სასოწარკვეთას რომ  ეძლევიან,
საკუთარ თავს აწამებენ.
მაშინაც კი, თუ სურვილს დაიკმაყოფილებენ,
მისით დატკბობა რამდენ ხანს ჰყოფნით?
ერთი ზეციური სიამოვნებისთვის
ათ ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდიან.
ასეთი ადამიანები ჰგვანან მაიმუნებს,
რომლებიც მთვარეს მისდევენ წყალში,
შემდეგ  მორევში ფეხი უცდებათ
და ექცევიან მცურავ სამყაროში.
საკუთარი თავის მიუხედავად,
მთელი ღამე მათზე ვდარდობ,
ცრემლს ვერ ვაჩერებ.

ტაიგუ რიოკანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს