ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2020


ლექსის ისარი (სონეტი)

ხელადა სიტყვის სულ თან მახლავს, ფიალაც იქვე
და მომწყურდება როცა იგი, მყის ჩამოვისხამ,
ატაცებული მისი ჟინით, მსწრაფლ სასმისს ვივსებ
და აღარ ვიცი მერამდენეს მე ასე ვცლი ჯამს.


სიჭაბუკიდან მყავს მეგობრად  სიტყვა მზიური,
არის პროცესი წერის, ფიქრის, რითმის ძიების,
მათრობს ძლიერად ჟღერა ფორმის კონვენციურის,
ვერლიბრ-ვერბლანი კი ჯერ ვერ მწვავს თავის იერით.

არის სათქმელი, ვსვამ საკუთარს, ვსვამ შემართებით,
არ ვიქანცები მე ძიებით სადმე მარნების,
ბახუსის ლოგოს მომერია მე უმძაფრესი. 

არ დაჩნევია ნეტავ რომელს ეს იარები,
მრავალს ყოლია მეგობრებად ხომ გრიგალები,
ხომ უამრავ გულს შერჭობია ისარი ლექსის.

24.09.2020









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები