ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2020


პარალიზებული შეგრძნებები

რა ვქნა ძვირფასო სხვა ცა მინდა მე,
რომ გამოცვალოს თვალმა ლინზები.
ჩემს სულს დღითიდღე გადაწმინდავენ
ბრმა შეგრძნებები პარალიზების.

ვინ დაუწესა ფასი არადანს,
ღმერთში კომფორტი ვნახე თავხედმა.
მე შენთან დავრჩი კარგო არადა
მინდოდა ფრთების ქარში გახედნა!

ჩემი ცხოვრება, ასეთ ნაძირლის
ხან სწრაფია და ხანაც მალია
და ვამბობ; სხეულს უნდა ღრმა ძილი
უსწორმასწორო ანომალია.

ვხედავ ოცნების მყუდრო საძოვარს,
გაკეთებული სული ქვით არი.
შენი სხეულის სადარბაზო ვარ
გადასახდელი შუქის ქვითარი.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს