ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 31

თავი 31
ერთგულები

რამდენიე დღის წინ!

_ დევიდ მოიცადე, შენთვის ახალი ამბავი მაქვს.
_ მიდი ძმაო, გისმენ.
_ არამგონია ამან შენზე კარგად იმოქმედოს.
_ ბოლოს რა გამიხარდა აღარც მახსოვს. ასე, რომ გამოუშვი.
_ ასე? პირდაპირ?
_ საკმარისია იაკობ! მიდი გისმენ.
_ დაჩიპული ხარ ძმაო.
_ ხო არ ღადაობ?
_ რა გაცინებს სერიოზულად გეუბნები.
_ მოიცადე... ანუ?
_ დევიდ ძმაო, გამოდის რომ ვაჭრებისთვის ეს ჩიპი ძალიან მნიშვნელოვანია.
_ ამიტომაც ნადირბენ ჩემზე და თან ვერც მკლავენ...
_ რა მოხდა? რატომ ჩაფიქრდი?
_ ძმაო მოემზადე, ნამდვილი თამაში ახლა იწყება!
***
    თავიდან ამაზე კარგად ვიცინე, თუმცა როცა გავიაზრე, რომ მამაჩემმა თავის მატელიარული მდგომაეობის გამო დამჩიპა არც თუ ისე სასიამოვნო იყო ჩემთვის. იცით არ მწყინს. ან განა რატო უნდა გავბრაზდე ადამიანზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია. აქ, ამ სამყაროში გარდაცვლილს ხომ ცუდად არასდროს მოიხსენიებენ. თუ გავიხსენებთ მე და ჩემი და რა გაჭირვებაში ვცხოვრობდით მამაჩემის გადაწყვეტილება არც გამიკვირვებია. ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც მამამ სახლში რემონტი დაიწყო.  ოჯახს ძალიან გაგვიკვირდა მამამ ამდენი ფული საიდან მოიტანა, თუმცა ძალიან მალე გავიგეთ, რომ ჯართის ბიზნესი კაგად მიდიოდა. ისიც გვითხრა, რომ  მალე უფრო დიდ სახლში გადავიდოდით საცხოვრებლად. არ ვიცი ვისგან, მაგრამ გამიგია. ადამიანმა თუ  გაჭირვების გემო გაიგო ის, ყოველთვს სწორ გზაზე დადგებაო. მე კი ცხოვრებაში სწორი კი არა, უსწორმასწორო გზა ავირჩიე. ხანდახან მგონია კიდეც, რომ ვიკარგები. ვიკარგები საკუთარ თავთან, გრძნობებთან და ემოციებთან ერთად. ვერ გამიგია ან რატო მოვედი და რა არის მიზეზი ჩემი აქ ყოფნის. საყვარელი ქალი? მეგობრები? თუ ის წყეული ჩიპი, რომელიც ჩემს სხეულშია?
  ვინმეს ჩემთვის ჩემი ისტორია, რომ მოეყოლა ვეტყოდი: _ ეს ძალიან ნიჭიერი გოგონას გამოგონლი სცენარიათქო, თუმცა მე ხომ  ამით ვცხოვრობ? აქ, ამ სამყაროში, ადამანებიც ჩემს მსგავსად ხომ გადიან გაჭივებას. უიმედოდ დარჩენილი ადამიანიც ბევრჯერ მინახავს. მათხოვარიც მინახავს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ხელგამოწვდილი მაინც სხვას სთხოვს დახმარებას. ლოთიც ბევრჯერ მინახავს, გულწასულს სკვერში, რომ ჩასძინებია. იცით? ბევრი მოხუცი მინახავს, საყვარელი ქალისთვის ყვავილები, რომ მიჰქონდა. აი, მაშინ გამიფიქრებია სიყვარული. სიყვარული წრფელი და მარადიული. გამიფიქრებია, რომ სიყვარული არასოდეს ქრება, არ ნელდება. ამას შენ თუ მოინდომებ აუცილებლად დადგება დრო და თუნდაც დამჭჯკნარი ხელებით საყვარელ ქალს მიართმევ მინდვრის ყვავილებს. აი, სწორედ ამ მომენტში ხშირად გამჩენია სურვილი კარგი ხელოვანი ვყოფილიყავი და დამეხატა თქვენთვის ერთი ლამაზი სურათი სახელად ,,სიყვარული“.
  უკვე ბინდდებოდა.  ოფისიდან გასვლას ვაპირებდი და  ქალების ხმამაღალი საუბარი შემომესმა. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ თუ პირველი ვინ შეხვდებოდა დევიდს. ის იყო ნოუთბუქი დავხურე, კართან მივედი თუ არა.  შემეფეთა ქალი, რიჟა მოკლე თმით. ამბობენ ადამიასნს თვალებში ეტყობა თავისივე წარსული. მე კი მის თვალებში ტკივილი და ბედნიერება ერთდრულად ამოვიკითხე. დამინახა თუ არა ჯერ გაჩერდა, ვერაფერი თქვა. ერთი ხელით ჯერ კარს იჭერდა და თან მეორე ქალბატონს, რომლის შემოსვლის უფლებასც არ აძლევდა. ,, ქარბატონო რა გნებავთ?“ ამის კითხვა იყო და მოულოდნელად მესმის ყვირილი.
_ დიტოოოოო!!!
_ არა, ქალბატონო ცდებით. ჩემი სახელია დევიდი.
_ შენი სახელი იქამდე არ ვიცოდით, სანამ ერთი შეშლილი შენზე წერას არ დაიწყებდა.
_ უკაცრავად, მაგრამ ვერ ვხვდით რისი თქმა გინდათ.
_ მიდი დაჯექი, ჩიპი უნდა ამოგიღო.
_ რა სასაცილოა... ქალბატონო, გაიწიეთ თუ შეძლება.
_ რეიზა, დამკალით ვინცხამ...
  მოდი დავიწყებ იქიდან, რომ  ვერ გამიგია ეს ქალი ვიღაც დიტოს რატომ ახსენებს ხშირად და კიდევ საიდან იცის ჩიპის შესახებ? აი, ეს იყო საკითხავი. ძალიან მალე იაკობიც მოვიდა და დერეფანში მყოფ ქალბატონს ყავაზე ეპატიჟება. ის კი იქიდან ხმამაღლა პასუხობს. ,,რადროს ყავაა? შემიშვით დევიდის ნახვა მინდა“. ამ სიტყვის დასრულება იყო და შემოვარდა ქალი საშვალო სიმაღლის. ,,ღმერთო ჩემო ოღონდ ახლა გადამარჩინე ქალებისგან და მეტ ცოდოობას აღარ ჩავიდენ“. ცაში ვიხედები და ჩემ თავს ვამხნევებ..
_ დიო რაზე შევანხმდით? (ერთმანეთს ექაჩებიან და ვითომ ხმადაბლა ერთმანეთს შენიშვნას აძლევენ)
_ შეხედე ქალო, მართლაც რომ კენწერო ყოფილა.
_ ქალბატონებო, პირველ რიგში თავი ხელში აიყვანეთ  და შემდეგ  მიპასუხეთ ვინ ხართ?
_ ჩვენ ვართ...
_ დიო არ გაბედო!
_ არა, ნესტან დააცადეთ დიანას თქვას რისი თქმაც უნდა.
_ შენ, ჩემი სახელი საიდან გაიგე?
_ დერეფანში არც თუ ისე ხმადაბლა საუბრობდით.
_ ა, ხო.. რას ვამბდით?
_ ერთგულები! ხო, ჩვენ ერთგულები ვართ.
_ ერთგულები...  ვისი ერთგულები?
_ ძმაო დახმარება ხომ არ გჭირდება?
_ კი, იაკობ მოდი. ქალბატონები დაკითხვის ოთახში წაიყვანეთ და ათქმევინეთ ყველაფერი რაც საჭიროა.
_ დაკითხვის ოთახში? ოხ ელენე! ყველაფერი შენი ბრალია, როგორც შემოგვიყვანე ისე გაგვიყვანე ახლა აქედან.
_ არამგონია დაკითხვის ოთახი მათვის საკმარისი იყოს.
_ რა ხდება? რა ხმაურია?
_ ოფისის ეზოში კიდევ რამოდენიმე ქალია.
_ ხანდახან რა ყოჩაღი ხარ ელენე.
_ ნესტან მგონი დანარჩენებიც აქ არიან.
_ მგონი კი არა ლიკას ხმა იყო და ზუსტად ვიცი, რომ ეგენი არიან.
***
  ცოტაც და ვიფიქრებდი მეორედ მოსვლა დაიწყო და ხალხი სხვა პლანეტიდან ჩამოვიდათქო, მაგრამ ვაი, რომ ეს ხალხი ისთები იყვნენ, როგორც ჩვენ. ისინი ყვებიან საქართველოზე. მე კი აზრზე არ ვარ ეს სად არის. განა არსებობს? თუ არსებობს მაშინ სადაა? იაკობმა ქალბატონები ჩვენს სასტუმროში წაიყვანა. გაოგნებული და გაკვირვებული ვზივარ სასტუმროს პირველ სართულზე და  საძიებო ველში ვწერ ,,საქართველოს“ . 
_ სულ ტყულად ცდილობ.
_ ქალბატონო, ძალიან გთხოვთ მიხედეთ თქვენ საქმეს.
_ საქართველო ამ სამყაროდან არ არის. უნდა დაგვიჯერო, გოგონები სიმართლეს ამბობენ. ჩვენ სხვა სამყაროდან ვართ.
_  დავუშვათ დაგიჯერეთ. მიპასუხეთ აქ როგორ მოხვდით?
_ სამწუხაროთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგვიძლია.
_ ლიკა წამოდი, გოგოები აუზზე მივდივართ!
_ უნდა წავიდე, მეძახიან.
***
    სანამ ვივახშმე ქალბატონები ჯერ აუზზე გაგრილდნენ, შემდეგ მასაჟისსტი გააქციეს სასტუმროდან. ახლა კი ერთ ოთახში ჩაიკეტნენ ალბათ 15 მდე გოგო და ვაი, რო საჭორაოს რას დალევს. ველოდები გათენდეს მეორე დღე და ყველასგან გავიგო იმ შეკითხვაზე პასუხი რაც ერთდროულად მკლავს და მანადგურებს კიდეც. ეს იყო დაძინებას ვაპირებდი და იაკობმა მითრა, რომ ჩემთან გვანცა იყო მოსული. ნელი ფერებით ჯერ მის სახეს ვეამბორე, შემდეგ მკლავს ჩამოვუსვი ხელი. ხმადაბალი ხმით ვეუბნები, რომ ძალიან მომენატრა. ხო გაგიგიათ ეჭვიანი ქალი ყველაზე საშიშია. აი, სწორედ ეგრე დამემართა მე. იაკობმა სახალისო საქმე ხელში ჩაიგდო, ქალებს ვიდეო გადაუღია და გვანცას გაუგზავნა.  ახლა ხო ხბდებით, გვანცა აქ რატომაა? იცით კიდევ უფრო გაუგიჟებია. თან მიუყოლებია, რომ დევიდმა ქალები სხვა სამყაოშიც მოხიბლა. სანამ გავაცნობიერე, რომ გვანცა ჩემზე ძალიან ეჭვიანობდა ვიდეო უკვე თვალებზე ამაფარა.
_ დევიდ, ეს რას ნიშნავს?!
_ რავიცი გვანცა მანდ ქალების ჭორაობის მეტს ვერაფერს ვხედავ.
_ ნუ დამცნი, მიპასუხე ეს ქალები შენ სასტუმროში რას აკეთებენ?
_ აი, სწორედ ამის გარკვევა მინდოდა. მიდი იქნებ შენ გიპასუხონ: საქართველო სად არის?
_ დევიდ, ხვდები, რომ ცეცხლზე ნავთს ასხავ?
_ დაე გაღვივდეს ცეცხლი, მეც ეს მინდა.
_ მე მივდივარ, მაგრამ იცოდე თვალს გადევნებ.
_ გვანცა!
_ რა გინდა?
_ რამე ხო არ გავიწყდება?
_ ტყუილად მიყურებ კოცნას არ ვაპირებ.
_ კარგი მაშინ ამას მე გავაკეთებ. ( რამოდენიმე წუთის შემდეგ)
_ სადმე ვაპრებდი წასვლას?
_ ჩემო ქალღმერთო დაიმახსოვრე, ჩემს იქით წასასვლელი არ გაქვს.
  თვალები გიყურებენ და გეუბნებიან, რო მის გვერდით უნდა იყო. სხეული გამუდმებით მასთან ჩახუტებას გთხოვს. არც გედარდება, რომ მოსაკვლელად მოგსდევენ. არც ის, თუ დაჩიპული ხარ. მის გვერდით არაფერზე ფიქრობ გარდა მასზე ზრუნვისა, მისი მოფერებისა. ხანდახამ ჩემი თავი ყველაზე ბეჩავი, დაუცველი მგონია. გვანცას გამოხედვა საკმარისი ხდება, რომ შურისძიებაზე ხელი ავიღო. ვიბრძვი, გამუდმებით საკუთარ თავს ვებრძვი, რომ არ დამავისწდეს ჩემი მშობლების მკვლელები, მაგრამ ახლა რა იქნება? როცა უკვე ვიცი, რომ საკუთარ მამამ არჩევანის წიანშე დამაყენა.
  ცოტახნით გადავდოთ ჩემი პრობლემი გვერდით და მოგიყვებით ერთგულებზე.  გვანცამ, როგორც კი მათი ნომრის კარები გააღო უკვე ნათელი გახდა, რომ მათზე ბევრ რამეს შევიტყობდი. ოდნავ მოგვიანებით მეც მათ გვერდით ჩამოვჯექი და სიამოვნებით ვუსმენდი მათ ისტორიებს.  იქაც, როგორც ჩვენთან სოციალური ქსელი ქალებისთვის მეტად აქტუალური ყოფილა. სწორედ ასე მომხდარა მათი დაახლოება. ,,ერთგულები“ მათთვს ერთ ქალს დაურქმევია, რომელიც ასაკით ყველაზე პატარაა, რომ ვიკითხე ის, რატომ არ იყო მათ გვერდით? თაკომ მიპასუხა: მას შენ ყოველდღე  ესაუბრები. ის, შენშია უბრალოდ შენ ამას ვერ ხვდები. ამ პასუხმა ცოტა დამაბნია, თუმცა გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც. უკვე თითქმის ღამის ორი საათი იყო,  თუმცა ისტორიები მაინც არ წყდებოდა. ყველა თითქოს ბედნიერი იყო, მაგრამ დიანა განმარტოებით იჯდა და ფანჯარაში გამუდმებით რაღაცას აკვირდებდა. თითქოს ცდილობდნენ სიცილში ისიც აეყოლებინათ, მაგრამ სახეზე დარდი მაინც ეკვროდა. მივუახლოვდი, გაგიკვირდებათ და ღამის 2_ზე ყავა შევთავაზე. უარი არ მითხრა. ეს ის ქალია, ყველაზე ენამოსწრებულმა თავის ქვეყანა დიდი სიამაყით რომ თქვა.
_ ვინმემს ელოდები?
_ კი ქმარს...
_ დააგვიანდა?
_ შენ იცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა? ის წავიდა, დამტოვა და წავიდა. მის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ ვდგავდი. მასზე ძალიან ვიყავი დამოკიდებული. მშობლების დაკარგვის შემდეგ მისი გამოჩენა ცაზე ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავს გავდა. მეგომა მფარველი ანგელოზი ვიპოვე, არავის და არაფრის მეშინოდა. ახლა კი...
_ ახლა ტირილი ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.
_ ეს ცრემლიც ილევა.
_ იცი სინამდვილეში არც მე მყავს მშობლები. შეხედე იმ ქალს... მე მასზე ნარკოტიკივით დამოკიდებული გავხდი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამასაც ოდესღაც დასასრული ექნება და მეც შენს მსგავსად  ფანჯრებს დავუწყებ ყურებას.  იცი კარგია, რომ ელოდები...
_ ასე ფიქრობ?
_ რო ელოდები ეგ უკვე რწმენააა, რომელიც შენში კიდევ არსებობს. მიეცი საკუთარ თავს უფლებას კიდევ გააგრძელო წინ წასვლა.
_ თავის მოკვლა ბევრჯერ დავაპირე, მაგრამ შემდეგ ჩემი თავის შემრცხვა. არ მინდა ჩემ შვილმაც იგივე გამოცადოს რაც მე.
_ ვისკს დალევ?
_ შენ დალევ ვისკს და შემდეგ ალბომს მიუჯდბი. მე ეს არ შემიძლია.
_ სუნთქვა ხო შეგიძლია?
_ რათქმაუნდა კი.
_ ხოდა ისუნთქე შენი შვილსთვის.
    სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მარტო მე არ ვარ ვინც მისტირის თავის წარსულს და არიან ადამიანები ვისაც სტკივათ. ფიზიკურად კი არა არამედ სულიერ ტკივილს განიცდიან. ზოგჯერ მიჩნდება სურვილი ჩამოვუჯდე და საათობით ვესაუბრო მათ. ნუ იქამდე სანამ საკუთარ თავს არ დააფასებენ. მე ბევრი მინახავს, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. არ შესწევთ გამბედაობა, რომ ხმამაღლა თქვან: _ ეს ესე არ არის! მე წავალ და თქვენს გარეშეც კარგად შევძლებ ცხოვრებას. ამ დროს როცა დედა ხარ, როცა მარტო ხარ და გარშემო არავინ გყავს ვინც ზურგს გაგიმაგრებს. იქ რჩები, სადაც ყოველდღე შენს სახელს ლახავენ.
    მოგვიანებით იაკობი შემოვიდა ნომერში და ხელით მანიშნა, რომ ჩემთვის რაღაც ჰქონდა სათქმელი. გარეთ გამოვედი თუ არა თამბაქოს მოვუკიდე. იაკობმა ლუდი შემომთავაზა და თან მოაყოლა: _ ქალებმა რაო? ზოგჯერკი არა ხშირად რთულია გაიგო რა სურთ ქალებს? ეს ჩვენ ვერ ვიგებთ თორე გვანცას რო ვუყურებ 5 წუთითაც კი არ გაუჩერებია პირი. მიკვირს რატო არ ეძინებათ მაინც. რამოდენიმე წუთის შემდეგ ვგრძნობ რო თავბრუ მეხვევა, ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და არ დავეცე, მაგრამ აშკარად ვგრძნობ რო მეძინება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან უკვე თენდებოდა.
  თვალს ვახელ, ვწევარ. ერთი ორჯერ  ჰაერშიც ავიწიე.. რბილია,  ესეიგი გარეთ არ ჩამძინებია. არც მოტაცებული არ ვარ და არც ხელი მაქვს მიბმული საწოლზე. ეს უკვე კარგის ნიშანია.  ნუ რათქმაუნდა საბანი გადავიხადე ახლა აბსოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი იდიალურადაა, მაგრამ ქალი? ეს ქალი ვინ არის? არა! აშკარად ქალი წევს ჩემს გვერდით. ქერა თმა აქვს. პირველი რაც მოვიმოქმედე საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი. ნომრიდან ვცდილობ გავიპარო ისე, რო არ შემნიშნოს და რამოდენიმე წუთში მესმის ქალის წვრილი ხმა _ ძვირფასო ასე ადრიანად რატომ ადექი? თავში მოულოდნელად დამარტყა. ნუთუ ეს ქალია? თავს ჩემსკენ აბრუნებს და რას ვხედავ... ის, ხომ ალია. პირველი რაც გავაკეთე კისერში ვწვდი და კედელზე მივანარცხე.
_ რას სჩადი გიჟოო?
_ ბიჭო შენ საერთოდ ნორმარლი ხარ?!
_  ხო რა იყო? უფროსი შემდეგ დავალებაზე მიშვებს და ძილის წამალი დავტესტე.
_ და მაინც და მაინც ჩემზე უნდა დაგეტესტა?!
_ აუ ძმობას გაფიცებ აღიარე რო შეგეშინდა.
_ შემეშინდა? მე? ტყულია...
_ ხო შეგეშნდა,  შენ  გვანცასი შეგეშინდა.
_ მოიცა რამე მოხდა, კიდევ გუშინ ღამით?
_ მოიცა, მოიცა შენ რაღაც გეშლება. მე ცოლი და შვილი მყავს.
_ ალი მოეშვი მაიმუნობას მე ,,ერთგულები“ ვიგულოსხმე.  აქ არიან თუ უკვე წავიდნენ?
_  ძვირფასო როგორ ვიცი არა.
_ ამაზე მერე ვილაპარაკებთ. ახალა უნდა წავიდე.
  ალის კიდევ ერთ მაიმუნობამ გაამართლა და დილით მის გვერდით გავიღვიძე. ნუთუ შეიძლება კაცი, რომელიც მამაა  ასეთი არასერიოზული იყოს? ჰა ფაქტიც ესაა. სასტუმროს ნომრიდან, როგორც კი გამოვედი ყველამ ერთდროულად სიცილი დაიწყო. აი, მაშინ მივხვდი, რომ არაფერი არ შეცვლილა და ყველაფერი თავის ადგილზეა. ესაა სამართალი? ჩემ ცოლს სხვა ნომერში ეძინა მე კიდევ ალის გვერდით გავიღვიძე. მართალია დიდი ხანია ჩემთვის სამართალი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც ვცდილობ ვიპოვო. ყველაზე საინტერესო მაინც ის ისტორიები იყო თუ ვინ როგორ მოხვდა აქ. მოდით ყველამ ერთდა მოვისმინოთ ეს.
ნესტანი _ ღამის ოთხი  საათი იქნებოდა, სერიალს ვუყურებდი. მეგონა, რომ ჩამეძინა და უცებ აქ აღმოვჩნდი.
ლიკა_ დედაჩემისგან სახლში ვბრუნდებოდი უცებ ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ თავში ბლაგვი საგანი ჩამარტყა. თვალის გახელის შემდეგ სასოწარკვეთილი დიანას სახე დავინახე.
მელო_ გვიანი იყო. ალბათ ღამის სამი საათი იქნებოდა. უკვე იმდენად გადავიღალე ძილის რეჟიმიც დამერღვა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რო გემრიელად დამეძინა. თვალები რო გავახილე ვიგრძენი თუ რა კარგი შეგრძნება ყოფილა ძილი. თვალს ვახელ და აშკარად ვხვდები, რომ უცხო გარემოა. თვალს ვერ ვუჯერებდი თავიდან სიზმარიც კი მეგონა, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არაა და აქ გაჭედილები ვართ.
ნათია_ სმენაში ვიყავი. იმ დროს თანამშრომლებს პატარა შესვენება გვქონდა. ყავას ვსვავდით და თან მოვაყოლებდით ახალ ამბებს. თავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ეს დიდი ხანია ჩემთვის უცხო აღარ არის. ვიფიქრე წნევამ ამიწითქო მაგრამ აშკარად გავითიშე. თვალის გახელა იყო და გოგოების ბჭობა გავიგე. მაშინ თუ სახლში წასვლაზე და დაძინებაზე ვფიქრობდი ახლა საერთოდ აქედან გასვლა მინდა.
დიანა_ მე რას მიყურებთ? ოჯახის ქალი ვარ. დამრჩა საქმეები დაუმთავრებელი. ჩემ გარეშე დათო რას იზავს? ისედაც, რაც მამისი არ არის ჭირვეული ბავშვი გახდა. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი. სახლს ვალაგებდი,  ცოცხი იქ დარჩა მე კი აქ ვარ.
ლია_ ბებოს ფსიქოტროპული დავალევინე. მეგონა ეს ესეცაა ჩაეძინა და ცოტაც მეც დავისვენებთქო და მგონი ფსიქოტროპული ელენემ მე დამალევინა. მეც აქ ვარ.
კნატო _ მოკლედ, რომ ვთქვა ერთი დაქალისგან მეორესთან გავრბოდი. სასწრაფო საქმე იყო რა, თანაც მანქანაზე ვიჯექი.
თაკო_ მე მეგონა ექიმების ტყავიდან ამოვძვერი და ახლა ელენეს გაურკვეველ ისტორიაი აღმოჩნდი. ნეტა თუ შეგვიძლია რამის შეცვლა? და თუ ასეა მოდი ზურა დავაბრუნოთ.
_ თაკო შენ მაგაზე ნუ დარდობ... ელენეს პერსონაჟის მოკვლა ხო ყველაზე კარგად გამოსდის და მერე გაცოცხლება კიდევ უფრო ეფექტურად. (ელო)
_ ელო შენ როგორ აღმოჩნდი აქ?
_გოგოებო მე  ბარბი სკოლიდან სახლში მიმყავდა. ის მაინც მოვახეხე და გურამის მივუყვანე ბავშვი, მაგრამ დიდი ხნით აქ დარჩენას ვერ შევძლებ. აქედან რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეთ.
_  გოგოებო, არ გიფიქრიათ რომ რაღაც მისია უნდა შევასრულოთ?
_ კი, მაგრამ რა ნესტან? როგორ გავიგებთ ელენეს თავში რა უდევს?
_ რამის შეცლის უფლება თუ არა, გაკეთების უფლება ხო მაინც გვაქვს?
_ ნესტან ნუ გვაწვალებ. გვითხარი რა გეგმა გაქვს?
_ თვენი აზრიით ვინ არის მთავარი პერსონაჟი?
_ რათქმაუნდა დევიდი. (დიანა)
_ მართალია, დევიდია მთავარი პერსონაჟია. (თაკო)
_ მოიცათ პიეასას კურიელი და ლამაზმანი ქვია. თუ სახელით ვიმსჯელებთ კურიერი ალია.
_ არა, გოგოებო ეს ხომ დასაწყისში იყო.
_ ნესტან, შენ როგორს ელენეს მარჯვენა ხელი გისმენთ.
_ მოკლედ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ასე...
***
  დღეს მხოლოდ ორი ლექცია ჩავატარე. მანქანაში ჩავჯექი თუ არა გამახსენდა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო. რა სასაცილოა ხო? ჩემი დაბადება ნეტა ვის უხარია დღეს? ან ახსოვს თუ არა ვინმეს? დედაჩემი ჩემ დაბადების დღეს ყოველთვის ძალიან ლამაზად აღწერდა ხოლმე. ის, ხშირად იმეორებდა რომ ძალიან ლამაზ სეზონზე დავიბადე. მართალია ფოთოლცვენა დაწყებული არ იყო, მაგრამ ოქროსფერი და და ფორთოხლის ფერი საოცრად ეწყობოდნენ ერთმანეთს. ვუყურებ ტირიფებს, რომელიც სანაპიროს მხარეს ტირიან. ჩემი შინაგანი სამყაროც ხომ ტირიფის მსგავსია. თითქოს ყოველთვის სევდას ჰგვრის მასთან შეხება, მაგრამ შინაგანად ხომ შეიძლება რაღაც მოგწონდეს. ეს შინაგანი ძალა იყო სწორედ, რომელიც გამუდმებით მაყენებდა ფეხზე. 30 წლის გავხდი. ჩემი ზუსტი თარიღი არცერთ საბუთში არ მაქვს დაფიქსირებული. არ ვიცი რატომ მაგრამ 16 წლის შემდეგ საკუთარი დაბადების დღე არ გადამიხდია. ამ დროს როგორც წესი ჩემ ძველ სახლში მივდივარ. ტრაგედიის შემდეგ ის სახლი არ გაყიდულა და ასეც ნელ ნელა ფერფლად იქცევა ყველაფერი. ფერი დაკარგეს კედლებმა. იმ საწოლსაც აღარ აქვს ჟანგის ფერი, სადაც მე და ჩემ დას გვეძინა. ,,ერთ ოთახში გამოვზარდეო“. ხშირად იმეორებდა ხოლმე დედაჩემი და თან წუხდა იმაზე, რომ ჩემ შვილებს უკეთესი მომავალი ვერ შევუქმენი. ყოველთვის ძალიან დიდი ტკივილთან ასოცირდება ჩემი იმ კარის შეღება, სადაც ოჯახური იდიალი დასრულდა. სურათი, რომელლის სამზარეულოს მხარეს ეკიდა მამას ხელოსანმა დახატა. სურათზე დედაჩემია ჩემ დასთან ერთად. ამ სურათში ნინია 4 თვისაა. ბევჯერ ვცადე ამ სური ჩამოხსნა და წაღება სახლში, მაგრამ ვიცი ტკივილს უფრო გამიმძაფრებს. ახლა, როგორც არასდროს ამ სურათის ჩამოხსნა და ყურება მომინდა. როგორც კი სურათს ხელი მოვკიდე უკნიდან ბარათი ჩამოვარდა. ეს წერილი იყო. არ ვიცოდი , როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვიცოდი წერილის კითხვა, რომ დამეწყო ჩემი ცხოვრება ისევ თავდაყურა დადგებოდა. ხელისკანკალით თან წერილისკენ ვიხრებოდი და თან ვგრძნობდი, რომ ეს არ შემიძლია. წამოსვლამდე გაცრეცილ სურათს ვაკვირდებოდი და თან ყურში ჩამესმოდა. _დევიდე, მოკიდე ხელი ამ თეფშებს. დღეს საუკეთესო ცორცის სკეიტი მოვამზადე. მეგობრები დაპატიჟე და ბაღში ავღნიშნოთ დაბადების დღე“. ნათია ყოველთვის ასეთი ბედნიერი იყო თავისი შვილების დაბადების დღეს. მართალია ბევრი არ შეეძლო, მაგრამ მაინც ცდილობდა უბრალოსგან, რაღაც განსაკუთრებული შეექმნა. ის, ხომ შესანიშნავი ხელოვანი იყო. არ გვიმხელდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ სკივრიდან ნახატები ამოვიღეთ. არ უყვარდა აღიარება, რომ ყოველთვის შიში ქონდა შვილებისგან მალე წასვლის. ხო გრძნობდა ამას, მაგრამ ამ შინაგან ტკივილს საკუთარ თავში მარხავდა. ჩემთვის ჩაფიქრებული გაცრეცილს სავარძელში ვიჯექი, როდესაც ფანჯრიდან, რაღაც ხმაური შემომესმა. როგორც კი ფანჯარას მივუახლოვდი დავინახე ,,თეთრი მტრედი“, რომელიც როგორც ჩანს ამ სახლში ცხოვრობდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს დამამშვიდა მის გამოხედვამ, თითქოს ვიგრძენი, რომ ნათია ჩემთან ერთად იყო და ისევე ხმაურიანად აღნიშნავდა ჩემ დაბადების დღეს, როგორ უწინ. რამოდენმე წუთში ზოომაღაზიიდან ბუდე და საკვები მოვიტანე. ბუდეს გაკეთება ბაღის მხრიდან ვარჩიე, რაღგან დედაჩემს ეს ბაღი ძალიან უყვარდა. ეს იყო სახლის კარების დაკეტვას ვაპირებდი, რომ წერილი ისევ ქარმა ააფრიალა და ფეხებთან დამეფინა. მივხვდი, რომ ეს ნიშანი იყო იმისა, რომ აუცილებლად უნდა მომეკიდა ხელი. ავიღე და ჩემი წიგნაკის ბოლო გვერდზე შევინახე.
  ამაშობაში დასრულდა კიდეც ცივი ოქტომბრის დღე. ჰაერში ტკბილი მტევნის სუნი იგრძნობოდა. ეს იმდენად მომეწონა სუნმა სამზარეულომდე მიმიყვანა. უცნაურია, მაგრამ ამას ჩემი სასტუმროს ერთერთი სტუმარი ამზადებდა.  ქალი შეუჩერებლივ ურევდა ქვაბს და თან საკუთარი თავით ამაყობდა. ,,სწორედ ისეთია, რაც მე მინდოდა“.
_ ბოდიში, არ მინდა მყუდროობა დაგირღვიო მაგრამ ვერ მეტყვი რას ამზადებ?
_ კი, როგორ არა. ბადაგს ვამზადებ.
_  ელო ბადაგი ალბათ ყურძნის წვენისგან მზადდება ხომ?
_ კი და თან იცი, ყველაზე მეტად რა უხდება ბადაგს?
_ აბა მითხარი.
_ ბადაგი ყველაზე გემრიელი მაშინ გამოდის, როცა მთელ სიყვარულს ჩააქსოვ.
_ ანუ გამოდის, რომ გემოსთვის აუცილებელია ბადაგში გვანცა ჩავამატო?
_ ძალიან სასაცილოა...
_ რაზე იცინით?
_ გვანცა ყველაზე შესაფერის დროს მოხვედი. ბადაგი უნდა მოვამზადო და ყველაზე მთავარი იგრენტი შენ ხარ.
_ მე რატომ?
_ იმიტომ, რომ მიყვარხარ.
_ მე დაგტოვებთ...
***
  ვუყურებ გვანცას და სურვილი მიჩნდება ვუთხრა, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა. ბადაგის მომზადება, როგორც კი დავასრულეთ თუ არა მივხვდით, რაღაც ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. გვანცამ მეტისმეტად ბევრი ფქვილი ჩაამატა თანაც მორევა შევწყვიტეთ. ეს ბადაგი კი არა ფქვისკან დამზადებული პატარა კენჭები იყო. ეს ალბად ადამიანს, რო ეჭამა ყველანაირ მადას გაუქრობდა. სუნზე რამოდენიმე გოგო სამზარეულოში შემოვარდა.
_ რა სუნია? მგონი რაღაც იწვის.
_ ვაიმე გოგოებო დევიდს ბადაგის გაკეთება ვასწავლე და მგონი დაეწვა.
_ ყოჩაღ ელო.
_ წამოდი ეს რაღაც ძალიან სასაცილო იქნება.
_ ქალბატონებო, მგონი სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა.
_ ხო, რას ვიზამთ ზოგჯერ სიყვარული საკმარის არ არის.
_ დიანა!
_ რა?
_ რა კი არა წამოდი მივეხმაროთ.
_ კარგი ხო მოვდივარ.
  ვუყრებ საათს და ვხვდები, რომ სამ საათში დასრულდება ჩემი დაბადების დღე მე კიდევ არცერთისგან მიმიღია მილოცვა. ისე საინტერესო იქნებოდა, როგორ მომილოცავდნენ ჩემი სტუდენტები, გვანცა, იაკობი? ამ ფიქრებში ვიყავი გართული და მოულოდნელად ერთგულები გამახსენდნენ. მათ ჩიპის შესახებ თუ იცოდნენ, მაშინ ჩემი დაბადების დღეც ეცოდინებათ.
_ ქალბატობენო!
_ დევიდ...
_ ქალბატონებო, ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდათ?
_ აუ კი. შენ...
_ დიოს იმის თქმა უნდოდა, რომ  შენ ძალიან შრომისმოყვარე და ძლიერი  ხარ.
_ კარგი მაშინ მე გკითხავთ: როდის არის ჩემი დაბადების დღე?
_ გოგოებო, მგონი ეს ჯერ არ დაწერილა ხომ?
_ ლია რა თქვი?
_ არა არაფერი...
_ ანუ არ იცით ხო?
_ არა, არ ვიცით.
  იწურება ჩემი დაბადების დღე და თან ვიხსენებ დედაჩემს სიტყვებს.  მოვიდოდა სართუმალთან, დამიწვებოდა და თან მეტყოდა. ,,შვილო, უკვე ახალი დღე დგება. ოცნრბების სურვილების დღე დგება. მომისმინე და დაიმახსოვრე: ცხოვრებაში რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეს. მუდამ იამაყე შენი მშობლებით“...  გვანცა სახლში გავაცილე და უკან დაბრუნებულს გზაში პოლიცია მაჩერებს. _ ბატონო, თუ შეიძლება თქვენი საბუთები.  კაცის თვალები... ხო თვალები ძალიან ნაცნობი იყო. იმდენად დამაბნია ოფიცრის გამოხედვამ საბუთების ამოღებაც გადამავიწყდა. _ ნასვამი ხართ? ძალიან სწრაფად ვუპასუხე: _არა, ოფიცერო ნასვამი არ ვარ. ინებეთ ჩემი საბუთები. კაცმა საბუთებს გადახედა და თან საბარგულის დათვარიელება დაიწყო. როგორც კი მორჩა ეს პროცედურები. ოფისერმა ,,მშვიდობიანი მგზავრობა მისურა“. ერთადერთი, რაც მოვასწარი მანქანის ნომრის დამახსოვრება იყო.
***
_ გამარჯობათ! ამ სასტუმროში ჩემი მეგობრები არიან. მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ.
_ თქვენი სახელი?
_ მე მარიამი მქვია.
_ მარიამ, შენ ელენეს მეგობარი ხარ ხო? შენც აქ გაიჭედე?
_ არა, გოგოებო მე თქვენს დასახმარებლად მოვედი. ვიცი, აქედან როგორც უნდა გახვიდეთ?
_ მიდი, რაღაც უცდი სწრაფად გვითხარი.
_ დღეს დევიდის დაბადების დღეა. ხო იცით ელენეს, როგორ უყვარს დაბადების დღეების ორგანიზება. ჩვენც რამე ორგინალური უნდა მოვიფიქროთ და შემდეგ ნელ ნელა ჩვენს სახლებს დაუბრუნდებით.
_ წავალ მე ტორტს გამოვაცხობ.
_ დიო, დამელოდე მეც შემიძლია დაგეხმარო.
_ წამოდი ლია.
_ მე დეკორაციას მივხედავ.
_  თაკო და მელო ხალხზე იზრუნებს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ დევიდის ყველა საყვარელი ადამიანი ერთ სივრცეში იყოს.
_ ხო, გოგოებო წარმომიდგენია ეს დევიდს, როგორ გაუხარდება.
***
  სასტუმროდან გასვლა 1 საათით მომიწია. უკან დაბრუნებულს კი მივხვდი, რომ ეს ის სასტუმრო არ იყო, რომელიც ცოტახნის წინ დავტოვე. სასტუმროს გარეკანზე დიდი ფოტოსურათი იყო გაკრული. არა, ვაღიარებ, რომ იმ სურათში ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. მანქანიდან გადმოვედი თუ არა მომუშავე პერსონალმა მანქანა პარკინგზე წაიყვანა. წითელი ხალიჩა? ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როდესაც ბიძმესმენები საქმიან შეხვედრებზე ჩამოდიან. რამოდნიმე წუთში სმოკინგის რამოდენიმე არჩევანის წინაშე დამაყენეს. ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი და სასიამოვნო იყო უარი ვერ ვთქვი. არჩეანი ბოლოს  ისევ თეთრ პერანგზე და ნაცრისფერ სმოკინგზე შევაჩერე. თმა უკან გადავივარცხნე, წვერიც მოვიწესრიგე. ხელზე საათი და ბეჭედი გავაკეთე. ეს იყო უკვე მზად ვიყავი გასასვლელად და კარები თვითონ გაიღო. _თქვენის ნებართვით! დარბაზამდე მიგაცილებთ. თავაზიანი ახალგაზრდა სწორედ იმ აუდიტორიამდე მიმაცილა სადაც დიდი წვეულებები იგეგმება. იქ შესულს მივხვდი, რომ ამდენი ტკივილი ამ ყველაფრად ღირდა. ხორცი მეწვოდა, მაგრამ ნინია დღეს აქაა. გული მტიოდა, მაგრამ გვანცა თავისი ჭითელი კაბით აქაა, სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც მაშინ, როდესაც პირველად წვეულებაზე დავპატიჟე. ალიც აქაა ლიზისთნ ერთად. თვალებით ნუცას ვეძებდი და მოულოდნელად გვერდით ამომიდგა. დაიწიეო მანიშნა და ყურში ჩამრჩურჩულა. ,,შენ... ამაზე მეტს იმასახურებ“. როგორია ახლა დადგე ამხელა კაცი და იტირო, მაგრამ სატირლად ნამდვილად მქონდა საქმე. ქალბატონმა შორიახლოდან შამპანურით სავსე ჭიქა ჰაერში ამართა და ისე მომესალმა. ჩემი ყურადღება, მაინც ტორტის სილამაზემ მიიქცია. გაგიკვიდებათ და ტორტზე ორი კაცი იდგა. ერთი დაახლოებით მე მგავდა და მეორე კი ზურას. იქვე პატარა მისალოცი ბარათი იყო. ,,ჩვენთვის ეს დებიუტი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ,,კენწერო და ზურა“ დაბადების დღეს გილოცავთ! ,,ერთგულები“...
***
_გოგოებო რა უცნაურია არა... ამდენი ხანია ერთმანეთი ვიცნობთ, მაგრამ ელენემ გონებაში მანც შეგვახვედრა ერთმანეთს.
_ ანუ გამოდის, რომ მალე ავორთქლდებით და ყველა ჩვენ ჩვენ სახლს დავუბრუნდებით?
_ გოგოებო, იცით ელენე სულ თქვენ გახსენებთ. არ არსებობს სამეგობროში თემა ჩამოვარდეს ყოველთვის გამონახავს თემას და ახსენებს ,,ერთგულებს“. (მარიამი)
_  აქამდე აქედან წასვლა გვინდოდა და ახლა, როცა წასვლის დრო დადგა გვიმძიმს განშორება.
_ არაფერია წავალ ახლა სახლში და ელენეს იმ ოფიცერზე გავუბურღავ ტვინს ვინ არის?
_ დიო, ხო იცი არა რომ ელენე მაინც არაფერს არ იტყვის.
_ ვათქმევინებთ...
  საღამომ იმდენად კარგად ჩაიარა მეგონა კიდეც, რომ ეს ბოლო დღე იყო ჩემთვის. გამიკვირა და ჩემ ცოლმა ჩემ ნომერში დარჩენა ისურვა. ხალხი სანამ მოილეოდა მე ,,ერულებისთვის“ მადლობის თქმა დავაპირე. სასტუმროს ნომერში, როგორც კი შევედი იქაურობა ცარიელი დამხვდა. _ძმაო, ისინი უკვე წავიდნენ. ეს სიტყვები იაკობისგან გავიგე. უკან გამოვბუნდი და თან ვფიქრობდი: რა ბედნიერება, როდესაც ერთმანეთი ჰყავთ.
_ ძვირფასო რა ლამაზი საღამო იყო.  შეგიძლია იმ ორგანიზააცის სახელი მითხრა ვინც ეს საღამო დაგეგმა?
_ ერთგულები...


გაგრძელება იქნება!


დიახ მეგობრებო!
მე დაგიბრუნდით, დიდი პაუზისა და ქვეყანაში შექმნილი პანდემისაა ახალი თავის გამოცემა გამიწელდა. ამ თავს ქვია ,,ერთგულები“. დიახ, ისინი ნამდვილად არსებობენ და ჩემი მკითხველები არიან. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან, კუთხიდან დიდი მოლოდინით ელოდებიან ყოველი ახალი თავის გამოსვლას და სწორედ ამიტომ ვუძღვნი ამ თავს მათ დიდი სიყვარულით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები