ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2020


წადი სოფლად

შური, მტრობა და ორპირობა,
სოფლად გაცილებით ნაკლებია,
არის სხვანაირი მოფერებაც,
ისე იშვიათად მზაკვრდებიან,..
ღელეს არ უხდება ბოგირები,
გზაზე ასწლოვანი კაკლებია,
ღამით ჭრიჭინები ბოგინობენ,
დილით-ტოროლების ნაკრებია.
უბეს გაივსებენ ტაროებით,
სოფლის ონავარი ბიჭუნები,
მალე გადაივლის კალოობა,
მთვარეც უცნაურად იჭმუნება,
მიწას სხვანაირი სურნელი აქვს,
მზეა-ხორკლიანი კოპეშია...
წვიმა სოფელშიაც სულელია,
წვიმა სულელია სოფელშიაც.
წადი ქალაქიდან, გაერიდე,
თანაც უპირობოდ, გაუგებრად...
სოფლად ამოკრიფე ჰაერიდან,
სუნი კაკლების და ალუბლების,
წადი, ტყუილი და ორპირობა,
სოფლად გაცილებით ნაკლებია,
არის სხვანაირი მოფერებაც,
ისე იშვიათად მზაკვრდებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები