ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 ოქტომბერი, 2020


Михаил Лермонтов - Вечер

მიხეილ ლერმონტოვი - საღამო

როდესაც ლურჯი ცისკიდის გაღმით
მიიმალება დღე ალისფერი,
დაიჩრდილება დაწოლილ ჯანღით
სუყველაფერი დასალიერის, -

ჩავუფიქრდები წარუვლის საზრისს,
ვჭვრეტ სიყვარულის სიმშვენიერეს
და ჩამესმება ჩურჩულით მსჯავრი:
„ვეღარასოდეს იბედნიერებ“!

ზეცას ავხედავ მაშინ ვედრებით,
მიმგებს მდაბალი გულის მიხედვით,
მომხდენს ურიცხვი საკვირველების,
თუმც მეწურება ბოლო იმედიც,

არ შეეწევა უგნურს, უმაქნისს,
ვისთვისაც შენი თვალთა კიაფი
იქნება ბოლო ამოსუნთქვამდის
ყოველგვარ ციურ ნიჭზე ძვირფასი.

17 ოქტომბერი, 2020 წ.



Михаил Лермонтов - Вечер

Когда садится алый день
За синий край земли,
Когда туман встает и тень
Скрывает всё вдали, —

Тогда я мыслю в тишине
Про вечность и любовь
И чей-то голос шепчет мне:
«Не будешь счастлив вновь».

И я гляжу на небеса
С покорною душой,
Они свершали чудеса,
Но не для нас с тобой,

Не для ничтожного глупца,
Которому твой взгляд
Дороже будет до конца
Небесных всех наград.

написано в 1830-1831 годах

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები