ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იუპიტერი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ოქტომბერი, 2020


ნიკოლოზ ბარათაშვილი „ფიქრნი მტკვრის პირას“,ანუ ყოფნა არ ყოფნა ქართულად.

    ნიკოლოზ ბარათაშვილს მუდმივი ლტოლვა აქვს ზეციური ბუნებისადმი და წმინდა სამყაროზე ოცნება,მათზე ფიქრი ხომ რომანტიკოსთა ხვედრია.მტკვარი ეს არის ცხოვრება,სადაც არა ერთი ქვეყნის შვილი „რომანტიკოსის“დარდი გაუზიარებია  და  ჩაწვეთებულა ბარათაშვილის ცრემლები.ცხოვრებაში,რომელიც მიედინება და გაჩერების,შესვენების საშუალებას არ გვაძლევს.სწორედ აქ,მტკვარში,არის მთავარი ომი მიწასა და ზეცას შორის,მიწიურ და ზეციურ სამყაროებს შორის,მათი ღირებულებების მუდმივი დაპირისპირება და მუდმივი ომი.სწორედ ეს ამწუხრებს ბარათაშვილს,სად არის მისი ადგილი? აქ მტკვართან,სადაც ყველაფერი მოწყენილია ,თუ ზეცაში,სადაც მისი ნამდვილი ადგილია,ღმერთთან მის სასუფეველში.უნდა ჰპოვოს თუ არა ადამიანმა ზეციური სიმშვიდე იმქვეყნიურ სასუფეველში.იქნებ ეს არის მისი ცხოვრების არსი და ვერასდროს უნდა შევიცნოთ იგი,იქნებ ყოველთვის შორიდან უნდა ვეტრფოდეთ და არასდროს შევეხოთ,არასდროს ვიპოვოთ და არასდროს გავიგოთ მისი საიდუმლოებანი.მას აქვს კითხვები,რომელებსაც პასუხებიც მხოლოდ მტკვრის პირას ფიქრში მოგვივა ან ვერასდროს ვერ გავიგებთ.არის თუ არა ყველაფერი ფუჭი და ამაო?!აქ კი ავტორი მისი ცხოვრების წარმავლობაზე წუხს,რომ მტკვარში ჩავარდნილ მის ცრემლს ახალი ცრემლი ჩაანაცვლებს,ახალი ტალღა და ამაოდ ჩაივლის მისი ცხოვრება,რომლის მობრუნებაც შეუძლებელია.მიწიურ სამყაროში ვერ დაიმკვიდრებს ის მშობლიურ სახელს.მისი სახელი წარმავალია,როგორც სხვების,სწორედ ამიტომ მიდი ბუნებაში,მდინარის პირას,მის ფიქრებს კი ბუნების დარდებთან აიგივებს,როგორც ნამდვილი რომანტიკოსი და მას და ბუნებას შორის სულიერი კავშირი იძებნება,ის სულიერი ძაფი გვაფიქრებინებს,რომ ბუნება რომანტიკოსია და ის მუდმივად ფიქრობს რა ელის იქ,ზეცაში.ორივენი ელტვიან ზეციურ სამყაროს,ღმერთს.
                      „მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
                        თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“
    არის თუ არა ჩვენი ცხოვრება მუდმივი ოცნება,მუდმივი ფიქრი,რომელიც არასდროს ასრულდება?!და ვინ არიან ადამიანები,ვინც ერთი ნატვრით მიიღებენ თავიანთ საწყაულს,მაგრამ ისინი არ ითხოვენ ზეციურობას,ღვთის სახლს,სწორედ ასეთებზე დაიწერა სიტყვები და შეიქმნა ნაწარმოები ილია ჭავჭავაძის კალმით - კაცია-ადამიანი?!ეს კითხვა უნდა დავუსვათ მათ ყოველდღე,რომლებიც მიწით მოვიდნენ,მიწისთვის იცხოვრებენ და მიწაში წავლინდებიან.ისინი ამ მიწიური სამყაროში ამაოები ხდებიან და საუკუნო სასპწარკვეთაში  აგრძელებენ,თავიანთ ასევე ამაო ცხოვრებას.არ იბრძვიან სიკეთისთვის და ავიწყდებათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - წარმავალი წუთისოფელი და მათი სახელიც სხვებთან ერთად დავიწყებას მიეცემა,მიწაში.თუ მეფენიც ამაოებაში არიან ჩაძირულნი,მათი ძალა-ძალაუფლება წარმავალია,მაშინ ყველანი ამაო,უძირო,წარმავალნი ვყოფილვართ და მეფენიც თუ მიწისთვის იბრძვიან,აღიძვრიან საომრად,იცავენ მიწას,მაგრამ ხვალ თვითონაც მიწად იქცევიან და  მათი სახელი არ დარჩება მუდმივად  წამიერ წუთისოფელში.კეთილი მეფეც ვერ იპოვის სიმშვიდეს მიწაზე,ის მუდამ ფიქრობს შთამომავლებზე,მის სახელზე და ღირსებაზე,რომელიც ხანმოკლეა და შთამომავლობასაც დაავიწყდება,რომც არ დაივიწყონ თუ ადამიანთა ცხოვრებას,მათი მიწიურ სოფელს ოდესმე განადგურება ელით ცეცხლითა და მახვილით,რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს,თუ მაინც დაინგრევა ჩვენი სოფელი“დიდებულ“მეფეთა სახელიც დავიწყებას მიეცემა და საბოლოოდ, რადგან დავიბადეთ ადამიანებად უნდა მივსდიოთ ჩვენს წინაპრებს,მშობლებს,მათი ამქვეყნიური  საქმე გავაგრძელოთ,მაგრამ მხოლოდ ის ადამიანის სახელი რჩება მუდმივად და მარადიულად,ვინც მტკვრის ზემოთ აიხედავს და მასში მოლივლივე,ლაჟვარდისფერ ცის კამარას შენატრებს,იოცნებებს,მასზე იფიქრებს და საქმეს მიწიერად გააკეთებს მომავალი ზეცისთვის,მაგრამ თუ კაცი მიწის შვილია არ გამოვა მიწა მიატოვოს და წარმავალი წუთისოფელი დატოვოს ზეცაზე ფიქრში,მან უნდა იშრომოს და იფიქროს წუთისოფელშიც.გვახსოვდეს სიკვდილის შემდეგ რაც ყველას მოგველის,თქვენ იტყვით:მიწა?,მე-არა!.ის ხომ ყველა ჩვენგანს ელოდება,აქ მთავარია მიწის იქით,ზეცის წიაღში სადაც წყდება ჩვენი წარმავალ-წარუმავლობის ბედი.
      და მაინც რა არის ამ ნაწარმოების მთავარი აზრი?!რისი თქმა უნდოდა ბარათაშვილს?!მაინც რა არის ადამიანის ცხოვრება?!ადამიანის ცხოვრება სწრაფმავალია და უნდა ვიყოთ მიწის შვილები,მაგრამ არ დაგვავიწყდეს ამ ცხოვრების მთავარი აზრი „ფიქრნი მტკვრის პირას“ და ვიფიქროთ დაუსრულებლად,ვიოცნებოთ ღვთის სასუფეველზე,ვაკეთოთ სიკეთე,რათა ჩვენი სახელი დავიწყებას არ მიეცეს და ერთი ტალღა,მეორემ არ ჩაანაცვლოს,ისე რომ ყველაფერმა დაივიწყოს.მოდით!ვეძიოთ მტკვარში ბარათაშვილის ცრემლები,მისი განუწყვეტელი ფიქრი ზეცაზე,ამოვიცნოთ ამქვეყნიური ცხოვრების ტალღები!
                       
                                                                                                      ავტორი:ბაჩანა გუნიავა.
                                                                                                  2020 წელი,26 ოქტომბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები