ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: იუმორისტული
28 ოქტომბერი, 2020


კანაფი 3 (საფეხბურთო)

ერნან ხორხეს ძე კრესპო მათია,
ვინც საფეხბურთო ქრესტომათია
ზეპირად იცის, თუნდაც ძილისას,
ვისაც ჯერ კიდევ შერჩა თილისმა,
ვისაც უნდა რომ თავთან ელაგოს:
ნახევრად სავსე ბოთლი მალაგის
და გაუხსნელი ბოთლი ხერესის,
ხოლო წინ ეჯდეს კარლოს ტევესი,
სიმშვიდე ჰქონდეს შვიდივე ჩაკრის,
სანამ ორტეგა მოსაწევს ჩაყრის,
სანამ დიეგოს კოცნას კანიჯა
და მიაშურებ ცხელ-ცხელ აბიჯანს,
ჩაყარე, თანაც მეორე წრეზე,
მოძმედ იახლე ესაძე რეზო,
ნახეთ მილანი, ბარი, ვერონა,
თან წაიყოლეთ ხუან ვერონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები