ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვესელავა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2020


მე რომ ხვალიდან არ ვიქნები

შენ ალბათ გძინავს რახანია,
თვალებით,ქალაქებს რომ გაყურებდი,
ამირეჯიბი და ვახანია,
დიაგნოზს მისვამენ,მატყუებენ.

რომ ქარი ისევ მოვა ჩვენს სახლებთან,
არძა სერ რუმე რე დო წკვარამი,
ფანაგენტები დასახლდება,
სათიბებს ცეცხლს მიცემენ,არამედ.

გზებს აიკეცავენ,გაოცებით
მღერიან,მღერიან,ტრალივალს,
მარწყვისტუჩებავ,მაკოცნინე...
გამოფხიზლებამდე,მთვრალი ვარ!

ცრემლის ნიაღვრები წალეკავენ,
შლეგ სიზმრებს,ბნელში რომ გადიან,
კედლებსაც აღარ გავეკარე,
ადრინდელივით ადრეა.

ჩემში, არაფერი მოვიძიე,
ამძვრალ მისამართზე მოვეტიე,
ხატებს მივაყარე პოეზია,
ვინმე გულნატკენი პოეტივით.

იების ლურჯი ღაწვებივით,
შეგიფერადდება აქანდა,
მიწაში ჩემთან დაწვები და
სიბერე დაგრჩება მაქამდე.

შვილები დაგვრჩება
მაქამდე,
არყით გამომპალი სტაქანი,
ლოდინი დაგვრჩა,თან კანი
ბუსუსებ აქოჩრილი,ბაქანთან.

შიშები ტბებივით დგებიან,
ფეხისწვერებზე,ყირაზე,
ამირეჯიბი,ვახანია,
მისვამენ დაუდგენელ დიაგნოზს.

კვირის წირვებით,სახარებებს,
გიწვავ,მადლია თუ ნახშირი,
აღარ ვწერ,არ მექნება მახარია
მწერალთა კავშირთან,კავშირი.

მინდა არჩევანი, შენი თმები,
ჯანდაბას, სუყველა არადანი,
ჩემს ძვლებზე სული შეითბე და
წასვლისას არაფერი გამატანო.

და მე რომ ხვალიდან არ ვიქნები,
და მე რომ ხვალიდან არ ვიქნები,
ვინ იცის მერე რა იქნება,
უჩემოდ როგორ დაიღლები...

თვალებით ქალაქებს რომ გაყურებდი,
მზერა გულს მოგიკლავს,ჟინი გძლევს,
თურმე ყველანი გვატყუებდნენ,
ზღაპრებს შეიძულებ,ძილისწინ!

ჭირი იმათთვის გაიმეტე,
ლხინისთვის ვეღარ მოიცლი,
დარჩები ოდნავზე საიმედო,
თავს უნდა მიხედო,ხომ იცი.

და მე რომ ხვალიდან არ ვიქნები,
და მე რომ ხვალიდან არ ვიქნე,
თვალები ქალაქებს აიკლებენ,
ან სულ დაგავიწყდე ან იქნებ..

სულ აღარ დაიძინო,სიბნელეში,
ფიქრებმა აგიტანოს ღამით რომ
თურმე სიცოცხლეშიც, ჩემი ლეში
მაგრად გიყვარდა და ამიტომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს