ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2020


* * *

სცენაზე,
დამდევენ, დამდნარი ფიქრები, ვეშვები.
ვივსები, ვიცლები, მთავრდება,
ეს შენი ხმის ტემბრის ლექსები,
მივდივარ კიდემდე,
მწვერვალზე ვერ ვძლებ და ეცემა
ეს სცენა გემბანზე,
გემია ქუჩაში შეჩემა,
და საგიჟეთა სცენაზე.
შეხედე ...
ცა შენი ხმის ტემბრის
შიშია გამხდარი,
ვისია ეს შენი,
ამ შენი ხმის ტემბრის პაუზა,
ეს სექსი ვისია?
სად არის?
სხვა მხარეს იხურავ სახურავს,
აფარებ,
ატარებ სიგიჟეს ამ წუთას,
ატარებ,
სამყაროს ასე რომ მოუნდი,
რა უნდა იქნება სამყაროს?
ვერავის ვერ უნდა გაუგო.
ვერავის რომ შეგადარო.
ცა ზოგჯერ ისეთი ლურჯთავა
ცა ზოგჯერ ისეთი უდაო,
მზეს შენი ხმის ტემბრში ვაღამებ.
დაგათენდება უდაოდ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები