ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2020


პაემანი

მზემ ჩაიცვა
ყვავილების კაბა
გაშლილ თმებში
ჩაიბნია სხივი,
მაკიაჟი გაიკეთა
          სადა
ნიჟარების დაიბნია
          მძივი…
        პაემანზე
ეჩქარება გოგოს
ბადრი მთვარე
ელოდება ნავით,
      ცაში დარჩა
სიჩქარეში ქოლგა
  და დასველდნენ
სიყვარულში ღამით...

                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები