ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2020


.....

შევიცან თავი ჩემი!
შენაც შეგიცან მგონი!
არა მგონია იყო,
ბოროტ ზრახვების მდომი!
არა მგონია გქონდეს,
ეშმას კრძალვა და რიდი...
უფრო ღვთიურის ძალით,
დღემდე აწრთობდი,ქმნიდი!
მეათასეჯერ აგურს,
ჩამონგრეულზედ დებდი!
მორყეულ ფუძეს ძმისას,
ძირს კირქვით უმაგრებდი...
მერე,შეგეძლო მშვიდად,
მუხლმოყრილს გეთქვა,-ერთობ!
ჩემი საწილოს მხრიდან,-
ესეც ანედლე ღმერთო!
შეიცან თავი შენი!
მეც კი შემიცან,მგონი....
მიხვდი,არც მე მსურს,-ვიყო
ბოროტ ზრახვების მდომი?...
ჰოდა,ორივეს ერთად,
სანამ გაგვსვლია ყავლი...
გვახსოვდეს,ზოგჯერ წვასაც,
უცეცხლოდაც აქვს კვამლი...
შეიცან თავი შენი!
ჩემი? შევიცან უკვე!
ახლა,შეცნობილ მე-სთან,
ვზივარ...ხვალინდელს ვურკვევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები