ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2020


მეთევზე ბიჭია, ჩემი ღმერთი

მეთევზე ბიჭია, ჩემი ღმერთი.
გამთენიისას, მზის ზედა კიდურს
ანკესით იჭერს.
რკინის კაუჭთან, მე მის თითებს
ვებღაუჭები, რომ არ მიმაბას
ჭიაღუებთან.

ჭიაღუები, ღუღუნებენ თავის სიმღერას,
დაუჯდომელ და შეუსვენებელ
ჩუმ საგალობელს,
თან ქანაობენ...

***
მე, ვფართხალებ,
არ მინდა ღმერთთან, მე ღმერთი მინდა, ჩემს მიწიან, გაყინულ სახლში.
მეძებარივით დილით გასულს სუნს რომ დავეძებ, როცა ვქოშინებ უსუნობას
ოთხფეხა ტანით,
რომ გამიტანოს. გამოაღოს ტყვიის კარები, ყველა სიკვდილი საბოლოოდ, რომ
შემიერთდა და მიმეხურა, ეგ კარები მინდა გამიღოს და ყელზე შემხსნას ცარიელი
ნანადირევი - ჩემი პატრონი.

***
და დამეტოლოს,
დაბალს, მცირეს მანამ დავფერთხავ, მამალი მგლების
საფრთხედ აკრულ შიშებს ფეხიდან,
ღმერთი ხომ მაინც მაღალია და რომ დამხედავს, ფუტურო ტანით მაგიდის ქვეშ მიმიდგას  ფეხთით,
რომ თუნდაც ბოლოს, ძირს მოქცეულ შეჭამანდებთან, მის გამთბარ სუნზე გავინაბო
და მივიძინო...

***
თუმცა,
ახალგაზრდაა ჩემი ღმერთი, თანაც მეთევზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები