ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2020


რაღაც

გახსოვს ფიცარზე ძილი?
საიდან, ბატონო.
ჯერ მშობლებმა დაგიფინეს ქვეშაგი,
მერე მეგობრებმა,
მათ შორის ყალბებმა
ბუმბული ფენა-ფენა მოაპნიეს,
ნათესავებმა და
ახლა სამქვეშაგიან კომფორტის ზონაზე წევხარ.
მეოთხეს შენით მიათრევ, რომ
კიდევ უფრო ამაღლდე და უმოძრაობით დატკბე.
მალე გაფუვდება მდიდრის საფულესავით,
გახდება ოთხიანი,
ხუთიანი
ექვსიანი. . .
ნუ მიატოვებ.
ნუ შეუბერავ სულს
გარშემოწნულ ჰაერის კონას.
იცი შლეგები საგიჟეთიდან როგორ გარბიან?
საკუთარ ფიქრებს მიჰყვებიან,
მხოლოდ ფიქრი თუ აღწევს გისოსებს მიღმა.
შენი ფიქრები კი თავიდან ვერ პოულობენ გამოსასვლელ გზას.
მოდი, იყავი ევრიდიკე,
ვაშლის დანახვისას დუჟი მოგდიოდეს,
სანამ ზამთრის ქარაშოტი არ
გაგიშეშებს მოქნილ კისერს.
მოდი, იყავი ყველა,
პირდაპირი გაგებით - უაზრო.
მოდი, რომაული ბიუსტი არა,
იყავი პოლიკლეტეს ქანდაკება,
რათა გიყვარდეს ზღვა
და ტალღის ცელს არ იყო შენახები.
მოდი, სულ ერთი იყოს
აიდღაბნი ნიღაბს,
თუ აიკრავ თვალსახვევს.
მოდი, ნუ დაეძებ ლეთეს,
იქნებ ერთხელ უბრალო,
სოფლის მდინარეში გადაეშვა,
ლოდს დაარეხო თავი
და ასე დაგავიწყდეს წარსული,
კეთილი ცოდვებითა და
ბინძური მადლით დაფერილი.
მოდი, ამატე ქვეშაგები კიდევ და კიდევ,
სანამ ერთ ღამეს მასში არ ჩაეფლობი, ჩაიგუდები
და პომპეის ნეტარებაშემხმარ ფერფლად იქცევი.

მაშინ იგემებ როგორია ფიცარზე ძილი.
სამარადისო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები