ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2020


მარია

ერთსულ და ერთხორც უნდა ზიდო, ჩემო მარია,
და რა ვქნათ ახლა, თუ ის მხარე უფრო მძიმეა,
რომელიც მხრებზე უღელად გაწევს?...

იქით - შვილები,
შენ - სილუეტი
და წასასვლელი არსაითაა.
როგორც  ზამთრის ცივი, ცივი მზე,
ისიც გახუნდა, რაც გახარებდა.

შენ ახლა ცხოვრობ ინსტინქტებითვის,
შენ ახლა ცხოვრობ გადარჩენისთვის,
თუმცა რაც შენი გადამრჩენია,
დიდი ხანია შენშივე ჩაკვდა.

ვალდებულება, ჩემო მარია,
ვალდებულება - მთელი ცხოვრება
და შენ სადღა ხარ ?!

ზვარაკად იქცა შენი ხატება,
მხოლოდ იმისთვის,
მხოლოდ იმიტომ,
რომ არაფრისგან კვლავ რაღაც შობო.

დაწერილ წესებს,
გატკეპნილ გზებს და
ასგზის გათელილ ბილიკებს კვალავ,
თუმც გულში იცი, ესეც ფარსია...
და გტკივა შენი ასეთი ყოფა
და გიჭირს შენი ასეთი ყოფა
და გეზიზღება ასეთი ყოფა,
იმაზე მეტად ვიდრე ჰგონიათ...

ერთ სულ და ერთ ხორც უნდა ზიდო, ჩემო მარია,
რადგან ბორკილად დადებული შენი ვალია!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები