ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2020


გამოსვლა

                   


გამოდი შენი ყოფითიდან, დაუტოვე სარკის პირს ორთქლი,
გამოდი შენი სარკის ფორმის ფიცხი ორთქლიდან,
სიხარული გაუბათილე
შემომძახებელს, მძებნელს შენი დახრილი ასლის,
საკუთარ თავში რომ გნახა და გამოთაყვანდა.
გამოდი  შენი მეცხრე პირი კანის ფორმიდან,
შუშაზე მეტად მსხვრევადია ორპირი რხევა
-შვების, შეფერვის, უმეტესად სულის შეფუთვის.
სარზე შემოცმის, შემოხვევის ან წამოგების
თავის თუ კისრის, სულ ერთია ჩრდილის ნაცვალი
ვისი სიცოცხლით გაცრილ თვალში აირეკლება,
ვისი თავიდან დაცვენილი თმების სიმუქე
სითეთრეს მანამ მოიმარაგებს,
სანამ დაცემა გაუმართავს უთანხმოებას.
გამოდი შენი ყოფითიდან, დაუტოვე სარკის პირს ორთქლი,
გამოდი შენი ორთქლის ფერი  შიშის ფორმიდან,
უხმოდ გამოჩნდი,
შემოეფეთე მათ ვინც ისე მოგისაკლისა,
რომ ვერასოდეს მოიხელთა შენი სიზმარი
და სანუგეშოდ გამდინარე წყალი ამღვრია,
სადაც არ იყო ფსკერი სავსე ქვიშის მარცვალით,
სადაც არ იყო ფსკერში ცრემლი, თვალში ნაცარი,
კალაპოტიდან ორთქლდებოდა ყლუპი დამშრალი
და სარკმელები იმ ნათებას ისაკლისებდნენ,
რომელმაც ფორმა  შეუცვალა ბრაზით გაგლესილ
ჩამუქებულ უშნო ჩარჩოებს.
გამოდი შენი ორთქლის ფერი შიშის ფორმიდან,
ხმაზე შებმული ყოფის სამხილით
რომ აღარ ჰგავდე გამეტებულ ადამიანებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები