ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2020


ოთახში ერთი დღით (ეტიუდი)


რა გემო გაქვს, ასე სათუთი და ასე წყლიანი... მწყურვალი. სუნი შენი ტრიალებს ჯერ უყნოსელი და შეუცნობელი. რა საცნაურია ხიბლი შენი ჩემ თვალებზე ლიბრად აკრული.
რა მეწყერია ეს მონტრება და ზვავი შენი სურვილის!
ვკაფავ გრძნობებივით გზად ტყეში ტოტებს
და მივაღწიო მინდა  სხივს უგრძნობმა შენ ვნებას დაუფარავს, ასე მორცხვად  რომ მიღიმის ღამით მზის ნაცვლად.
არც კედელი ხარ და არც ოთახში ჰაერზე მეტი, შენ სამყარო ხარ მეტი ფერებით და მე ტყვე ამ ფერთა სპექტრის!
არ დაიშალო ცისარტყელავ ჩემო,
არ  ჩამოჯდე თვალთან,
დაწექი მასზე და გაათენე ჩემ გრძნობებში მოდილიანის ქმნილებათა მსგავსად, თვალდავსებულმა!
არ მიყურო, მხოლოდ შემიგრძნე.
არ დამხატო, მხოლოდ მიყურე.
ნუ დამწერ, მხოლოდ მოყევი
და დამასრულე ისე როგორც პატიმარმა უვადო წლები!
მინდიხარ ფრთხილად,
მინდიხარ სუნთქვით და ყნოსვით,
მინდიხარ თითებში თმებით,
მინდიხარ, რომ მოვკვდე შენით!
არ დამეღალო ჩემით ნაფერი და შემომხვიე ხელები ზურგზე, როგორც ვნებათა საყრდენს.
შემომხვიე გრძნობები ჩუმი და ჩაჩურჩულე თვალებს ტრფობა სულის, სხეულის!
არ შეაჩერო წუთები ამ მხრივ და წამებს მიეცი უთვალავი დრო მღელვარების, წვეთები რბიან შენ სხეულს აღმა.
თან მიმოფანტე მონატრება ოთახში ბლომად, რომ არ დაგავიწყდეს დღის ღამით ტრფობა!
დაწერა და გვერდი იცვალა. თვალი შეავლო ოთახში ჯვარცმას. გადაიფარა თავზე საბანი და ყრუდ მიეცა რულს.
შეშურდა ჩრდილის, რომელიც მას დასცქეროდა. ის მისი იყო, გამოგზავნილი ციდან. იდგა ჯვარცმასთან მუნჯი, შავი ნახატი მოდილიანის. სარკმელში მძიმე შუქი იდგა მთვარის ნასესხი, მარტივით. ხეები არ ჩანდნენ, მხოლოდ სველი ცა, ლურჯნესტიანი.
ჩაეძინა ღამესთან ერთად, მხოლოდ ერთი დღით და არც არაფერზე დარდობდა ვნებებ ნამტკბარი.
ერთი დღით, მომდევნო ჯვარცმამდე...
გიორგი გიგო რიონელი
12 ნოემბერი 2020 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები