ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2020


სონეტი მეგობარს

სონეტი მეგობარს

მეგობარო, რომ არ მყავდე, როგორც მყარი ოთხკედელი,
მაშინ ვეღარ ვიყვავილებ, სარეველად მოვედები
დედამიწას, ამიტომაც მომიმრავლდი, მომებევრე,
მომეფონე, მომეშველე, მომაგებე, მომე ხელი,

ეგ შენი ხელი ძლიერი, ვით ყავარჯენი საჭირო,
რომ ხეიბარი ეული წამომაყენო, მაცილო
ყველა მტერი და დუშმანი, გულნამცეცა და მაცილი,
ეჭვის ღრუბელი გაფანტო, წარბი გამიხსნა, მაცინო.

მეგობარი მეგობრისთვის თუ გზაა და თუ ხიდია,
მე ვიქნები შენი ხიდი, ეს გზისპირი თუ კიდეა.
მეგობრობის წმინდა გრძნობას თუკი ვინმე უკვირდება
ეჭვის თვალით, სულ ტყუილად, მზეს გულძაფზე უკიდია

მეგობრობის ამულეტი, ცხრავე სხივით შეფერილი,
ცხრა ღუმელში გამოწვრთნილი, ცხრა მჭედელის შეკერილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები