ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანუნა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2020


ლოთი ქალის ვაება

მეუბნებოდნენ: გათხოვილ ქალებს არ შეშვენით, არ უხდებათ, არც ჭირდებათ, კარგო, არყის სმა.
მაგრამ მას შემდეგ ჩაიარა ათასსამასმა შავმა ღამემ და ათასამასჯერ გათენდა ისევ ვარდისფრად.
ჩაიარა ქმარმაც და შვილმაც და ახლა როცა აღარ მქვია არც გათხოვილი და არც დედა, როცა შვილს მხოლოდ ფორმადაკრგული ძუძუ მაგონებს
შემიძლია სუფთა სინდისით ჩამოვისხა იაფიანი არყის ასიოდ გრამი მე ხომ ისედაც ვერ შევედრები აფროდიტებს ანდა მადონებს.

აჰა, შეჰყურებს ჭერს ჭიქის ძირი, მეც, ჭერს ვუყურებ, ისე, გეგონება, იქ ვინმეს ვეძებ.
არადა, ყველა ღმერთი ახლა ჩემშია, სითბოსთან ერთად მიუყვებიან ძარღვებს, როგორც ნახირი მენახირეს მიჰყვება გზებზე.
და ეს ღმერთები: შივა, ქრისტე, კეცალკოატლი, ამატერასუ, ანუბისი, თორი, მერკური აქ დარჩებიან ჩემი გულის ქვეშ.
სადაც ოდესღაც მშვიდად ეძინა ჩემს შვილს და დარჩებიან მანამდე სანამ ბოლომდე ჩავცლი ამ ბოთლს და არ ამოვარწყევ.

მერე დავწვები გულდაღმა, რადგან გულაღმა წოლამ შეიძლება მომკლას, მე კი სიცხოლე მინდა, მრცხვენია, მაგრამ მინდა.
ვიგრძნობ ხისა და მტვრის ნაცნობ სუნს და უნებურად გამეფიქრება, რომ აღარაა ჩემში არც ერთი ღმერთი, არც არაყი, არც შვილი და არც რძე, რომელსაც ის ჭამდა, არც სიყვარული, არც სიკეთე, არც სიხარული, არც არაფერი და მე ვარ სუფთა, როგორც განგი სათავეებთან.
და ვიწყებ თავიდან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები