ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2020


ანგელოზები და ცრემლები

ტკბილო ღამეო ,
ისევ გთხოვ დილას
და პურის ნაჭერს .
ასფურცელებს
ცოტა ღვინოს ...
რა იქნებოდა ?
ლიტურგია შენი
და ცრემლთა დენა .

ცოლს ვკითხე ტკივილზე ,
ცოტა მაინცო -
მიპასუხა და ნიჟარაში სიზმარი მოყვა .
განა ასე რთულია ,
თქვა - "კარგად ვარ!"

დღეები დაავადნენ , გაყვითლდნენ და ანგელოზებს უხმობენ დასამშვიდებლად ,
მე მწვანე წინდები მაცვია
და აივანზე სიგარეტს ვეწევი .

ვაფურთხებ ყველა ლექსებს ,
და ვყვირი
- ანგელოზებო მიყურეთ .

აღსარების წიგნი გადავიკითხე ,
გავიღიმე და ვყვირი
- ანგელოზებო მიყურეთ .

ჩიტებს ვუყურებ და ვყვირი
- ანგელოზებო მიყურეთ .

დღეები გაყვითლდნენ და ვყვირი
-ანგელოზებო მიყერეთ .

მე და ჩემი ცოლი ,
ტკბილო ღამეო და ცოტა ღვინო.
ასფურცელები და ლიტურგია ,
ანგელოზები და ცრემლები .




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები