ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ლაშა ..
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2020


ბოლო გაჩერება

ესკალატორს მიჰყვებიან სტუდენტები,
ბოშა ბავშვი,
დაზუთხული მუდარით -
ბოლო ვაგონს,
ნაჩქარევად, უერთდება:
უარი და
უარი და
უარი.
ასე არსად,
ასე ხისტად მიაქანებს,
მეტრო ხალხს და
ლიანდაგზე კაცი წევს.
"ღმერთო, ახლა გამაჩერე!" - წამოსცდა,
თვალდახუჭულ,
ათეისტ მემანქანეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები