ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2020


მოსაგონარი

ნინო დარბაისელი

მოსაგონარი
- - - - - -

ვეღარ გაუძლო ამდენს ერთად და გატყდა კაცი.
ირგვლივ ეყარა ნატეხებად და ნამსხვევებად.
ვინც გაიარა, ზოგმა ზედ ფეხი გადაიჭრა,
ზოგი დაეცა, წამოდგა და გზა გააგრძელა,
ზოგმაც ნატეხი სამახსოვროდ წაიყოლია.

ჩამოიარა ერთმა ქალმა ჟაკეტიანმა.
მოკრიფა კაცის ნატეხები,
თავის ჟაკეტში შეახვია,
წაიღო და ქმარი აიწყო.

ვერც მთლად უნაკლო გამოუვიდა,
აქა-იქ რაღაც ნაწილები კიდეც დააკლდა,
მაგრამ რაც იყო, ქმარი იყო!

და დადიოდნენ ასე,
ხელიხელჩაკიდებულნი.
მერე ხელიხელჩაკიდებულნი
რძიან ბილიკს ცაში აუყვნენ
და სამუდამოდ დაიკარგნენ.

აი, ეს იყო მთელი ამბავი.
სატირელი - არაფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები