ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ნოემბერი, 2020


მოტყუებული ბავშვობა და დასახიჩრებული მენტალიტეტი

  დიდის და მცირეს  გამიჯვნა  მე ჩემი    ბავშვობიდან  დავიწყე,    თუმცა როდესაც  ბავშვი  ვიყავი,  რუსი  მწერალი და იგავისტის,  ივანე კრილოვის  სახელი  არაფერს  მეუბნებოდა,  ხოლო აკაკი წერეთელი  საკმაოდ  ხმამაღალი  და  ავტორიტეტიანი საბავშვო (სადიდოც) მწერალი იყო.
  დღევანდელი პუბლიკაციით  მინდა  აკაკი წერეთლის  მიერ  ნათარგმნი  ერთი იგავის, "მგელი და კრავი"-ის  იმ დიდ ზიანზე  გავამახვილო ყურადღება, რაც დღემდე  ცუდად  შერწყმია    ქართულ მენტალიტეტს და    სიკეთე  არა მოუტანია რა...
ახლა რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ,  რა მოტივაციით  თარგმნა აკაკიმ  ზემოთხსენებული იგავ_არაკი,  ვეჭვობ,  ზუსტად მივუხვდე    ნაფიქრალს.

  პირველად  "თქვენ  ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო", ამას მივყვეთ.
  არსებობს მიზეზშედეგობრივი ლოგიკური  ჯაჭვი,  რომელსაც    ერთი  შეხედვით,  თითქოს,  წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს,  თუმცა  როგორც ვხედავთ,  აღუდგა...

მივყვეთ    გააზრებას
ზევით(მაღლა) მყოფს, ქვემოთ დაბინძურებული წყალი ვერ  დააბინძურებს,  იმ  ლოგიკით, რომ წყალი  ზემოდან ქვემოთ მოედინება, იმის გამო რომ დედამიწის გრავიტაცია  ფიზიკის  ერთერთი ფუნდამენტური კანონია.  თუმცა  ამ იგავში  აუმღვრევია,  დაბლა  მიმდინარე ბინძურ წყალს,
მაღლა  მდინარის  წყალი  აუმღვრევია!!1
  რატომ  აუმღვრია  ,  გაუგებარია.
ალბათ, სუსტის მიმართ  ძალადობა,    უდანაშაულოს დადანაშაულება და  სხვისი  გაფუჭებულის გადაბრალება  "ძლიერი ამა ქვეყნისანის"
უკანონზომიერებო  "კანონზომიერებაა"  !


მივყვეთ 
"შარშანწინდელიც კი მახსოვს 
შენგან  ბრიყვული  წყენაო"
ჯერ არ დაბადებულის  დადანაშაულება,  დაბადებამდე მომხდარ  დანაშაულზე,    ისევ ზემოთხსენებული  ულოგიკობის  ჯაჭვია.

"მაშ  ძმა ყოფილა ის  შენი"_უფრო სასტიკი დადანაშაულებაა,  ვიდრე  ჯერ არ დაბადებულზე გადაბრალება.
როგორც    ცნობილია, ადამიანი    უხსოვარი დროიდან მხოლოდ მის  ჩადენილ დანაშაულზე  აგებდა  პასუხს, დამნაშავესთან მსგავსება,  დამნაშავესთან  ახლობლობა და    იგივე გვარის წარმომავლობა,  მას პასუხისმგებლობას  თავიდან  აცილებდა.  (თუმცა აქვე    მინდა აღვნიშნო სისხლის აღების მავნე ტრადიცია, რაც  ამ  შემთხვევაში  კონტრ მაგალითია და სამწუხარო რეალობა).

მივყვეთ 
"მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“
  აჰა, ანუ თურმე არანაირი მიზეზი  აღარაა საჭირო,    როცა  შენზე ძლიერს  შიმშილი  აწუხებს  და    შენ ხარ მხოლოდ  მისი  საკვები, ჩვეულებრივი  მსხვერპლი,  კბილის გასაკრავი  ობიექტი, ანუ რაც მანამდე    იყო, ის საუბარიც მხოლოდ მადის  გასაძლიერებელი    საუბარი იყო ...
საუბარი  დროის გაყვანისა და არა  ბეკეკას ხსნისა.

და მივყვეთ  ყველაზე დიდ "დანაშაულს"  ავტორისა და მისი მთარგმნელისა.

'დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?''

ამ ბოლო აკორდით,  სულ ბოლო დასკვნით, ურთიერთობა  მგელისა და კრავისა,    ისე მთავრდება, როგორც    თავიდანვე იყო  ჩაფიქრებული, რომ  დიდი კაცი, სადაც მისი სიდიდე პირობითია, პატარა კრავს,  (ასევე მისი  სიმცირე არის პირობითი) , თითქოს    სამყაროს    შექმნისთანავე განსაზღვრულ, ლოგიკურ  დასასრულს    გვაჯერებს!
ამ იგავ არაკით    ავტორმა    დაგვინგრია    ხუხულა,  რომლითაც  ორიათასი  წელი რელიგია (ქრისტიანობა , კერძოდ მართლმადიდებლობა)    გვასწავლიდა თანასწორობას,  კაცისა და ქალისა,  მდიდრისა და ღარიბისა,  ძლიერისა და  სუსტისა ,  აღმა მხვნელისა და  დაბლა მდენისა... 

ახლა კი მივადექი იმ ზიანს, რომელიც  იგავ_არაკმა დატოვა ჩემი  თაობის  ადამიანებში, ვინაიდან  ეს  იგავი ისწავლებოდა  სასკოლო  პროგრამით და ისწავლებოდა საკმაოდ  პატარა  ასაკში,  როდესაც  მოსწავლისგან  ვერ მოხდებოდა გააზრება და  სამწუხაროდ, მის ცნობიერებას მხოლოდ  დაანაგვიანებდა.
ვერც მე  ვიხსენებ,  მასწავლებელმა  როგორი  ინტერპრეტაციით გადმოგვცა  სათქმელი. თუმცა რა ინტერპრეტაცია  შეიძლებოდა მიეცათ ამ იგავისათვის, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე.

პ.ს.
ამ რამდენიმე დღის  უკან,  სხვადასხვა მოვლენების გამო  18-19 წლის ახალგაზრდებთან მქონდა საუბარი,  სადაც    აღმოვაჩინე სამწუხარო რეალობა
და მე მივხვდი,    ეს ახალგაზრდები  ასევე მსხვერპლნი არიან  ამ და სხვა  სტიგმებით  დანაგვიანებული,  მათი მშობლებისა და ბებია _ბაბუების  აზროვნებისა, სადაც  "დიდ კაცთან პატარა კაცის  " სიმართლის არგასვლის  შიშია    ჩაბუდებული. (ამჟამად  ეს იგავ_არაკი აღარ ისწავლება  სკოლაში)
აქვე  მინდა  ვთქვა, თუ    ახალგაზრდა  არ ფიქრობს თავისუფლებაზე, არ ხარჯავს ენერგიას იმისათვის, რომ იყოს დამოუკიდებელი, რომ ზოგავს  ენერგიას, მიზნის მისაღწევად,  იმოწმებს  უფროსი  თაობის    შეგონებებს  და  არ  უნდა, რომ  ჰქონდეს საკუთარი,  სხვისი აზრისგან განსხვავებული მოსაზრება, მისი წარმატება განწირულია  და  ყოველთვის  ექნება  შიში, "დიდი  კაცისა" .
მე ასეთი ახალგაზრდები  მაგონებენ იმ    თაგვებს,  რომელიც ჯადოქარმა ლომად აქცია, მაგრამ მუდამ შიშობს, რადგან  "თვითონ კი იცის, რომ  ლომია, მაგრამ კატამ იცის?!"







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები