ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2020


თბილი დღეები სცვივა კალენდარს


ხეს შეჰპარვოდა სევდა ბერდედის,
ცას მოსწყვეტოდა სხივთა კოლიე.
დრო შემოდგომის ფერთა შედევრებს
მაინც კვდომისკენ წაიყოლიებს...
მალე დაკიდებს ყინვის ბოქლომებს
სიცივე უნდო, უერთმანეთო...
და მეეზოვის ნაქუჩ "ოქროებს"
არაფერი აქვს განძთან საერთო.
ქარი კი უსტვენს ზამთრის მოტივზე,
თბილი დღეები სცვივა კალენდარს.
გადმოიწია ერთი ტოტი მზემ,
თუმცა, თვითონაც ჩანდა ნახევრად...
  15.11.20


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები